„სამწუხაროდ, ბევრი ჩვენთაგანი მიდრეკილია, ყურადღება ამახვილოს საკუთარ ნაკლზე და გაიხსენოს მარცხები, ვიდრე გაიაზროს თავისი მიღწევები და აღიაროს ის უნარ-ჩვევები, რამაც სასურველ შედეგზე გაიყვანა.
არადა წარმატებას მოაქვს ახალი წარმატება… ის გმატებთ საკუთარ თავში ძალებს“ – ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია.
თამარ კვარაცხელია: „როცა გარკვეულ საქმეში წარმატებას მივაღწევთ, რამოდენიმე კვირა განვიცდით სიხარულს, მერე ვსახავთ ახალ მიზნებს და სწრაფად გვტოვებს ის გრძნობა, რომელსაც ვიღებთ მიზნის მიღწევისას. უფრო მეტიც, ჩვენ გვავიწყდება, რომ მივაღწიეთ რამეს და მთელი კონცენტრაცია გადაგვაქვს ახალ საქმეზე და მიღწეული წარმატების შეგძნება ფერმკრთალდება. ჩვენ ვფლანგავთ უმძლავრეს წარმატების ენერგიას იმისკენ კონცენტრირებით, რისთვისაც ჯერ არ მიგვიღწევია. ამ დროს, არაცნობიერად ტვინში ვამყარებთ აზრს – ჩვენს არ შემდგრობაზე, გვეუფლება შიში და ფორიაქი მოსალოდნელზე.
თუ გავათვითცნობიერებთ, თავისუფლად შეგვიძლია ვიცხოვროთ წარმატების მუდმივი შეგრძნებით, რაც თავისთავად მოგვცემს საწვავს, ჩვენი ძალები მოვმართოთ ახალი მიზნიკენ.
დამავიწყდა! ახლა, სულ სხვაა! კი მაგრამ, იმან უკვე ჩაიარა!
გაიხსენეთ:
- გინდოდათ საკუთარი ბიზნესი გქონოდათ და თქვენ წარმატებით განახორციელეთ ის, თქვენს ცხოვრებაში!
- გინდოდათ მაღალანაზღაურებადი სამსახური და გასაუბრებების შემდეგ თქვენ აიხდინეთ ოცნება!
- ძალიან გინდოდათ შეგექმნათ ოჯახი და თქვენ შეხვდით სასურველ მამაკაცს, რომლთანაც უკვე გყავთ შვილები!
- თქვენ გინდოდთ ბინა და აგიხდათ ეს ოცნებაც!
უამრავ წარმატებულ ნაბიჯებს დგამს ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე და ახალი გამოწვევის შედეგად ავიწდება ძველი. აღიქვამს მას ჩვეულებრივ მოვლენად.
როგორ შეიძლება წარმატება დაგავიწყდეს?
გააკეთეთ შემდეგი:
- ისწავლეთ, დააჯილდოვოთ თავი მიღწევებისთვის.
- ეძებეთ ისეთი მომენტები, რომელიც მოგცემთ საშუალებას თავი იგრძნოთ ძლიერად და წარმატებულად.
- იამაყეთ საკუთარი თავით, გაიხარეთ მცირედითაც, რომ შეიგძნოთ წარმატება ახლა და ამ წუთას.
წარმატების შეგძნება განსაკუთრებით ეფექტურია, როცა ჯერ არ მიგიღწევიათ მიზნისთვის.
დავუშვათ, თვენ ამზადებთ გრანდიოზულ პროექტს და იცით -მოგიწევთ მასზე მუშაობა, მისი ორგანიზება და ჯამში განხორციელება. ამ დროს, თქვენ დაგჭირდებათ ძალიან დიდი ენერგიის დახარჯვა, შინაგანი ძალების მობილიზება. დაგიდგებათ პერიოდი, როცა იგრძნობთ სისუსტეს და ეჭვი შეგეპარებათ შესაძლებლობებში. არ შეგეშინდეთ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ დროს, კარგია თუ გეყოლებათ თქვენი კოუჩი, რომელიც მოგცემთ მოტივაციას და შეგმატებთ ძალებს. თუმცა, აბსოლუტურად შესაძლებელია დამოუკიდებლადაც გადალახოთ დროებითი ჩავარდნა. ენერგიის ასაღებად, საკმარისია, გაიხსენოთ თქვენი გავლილი წარმატებები და იქიდან მიიღოთ ულევი, ზღვა ძალა, რომელიც შეგაძლებინებთ საქმის ბოლომდე მიყვანას. შეახსენეთ თავს თქვენი დადებითი მხარეები, გაიხსენეთ ყველა შექება და კომპლიმენტები რაც კი მიგიღიათ, აღიარეთ ყველა უნარები, რომელიც შეიძინეთ ბოლო წლებში და იცხოვრეთ ბოლო დროის პროგრესით.
მოძებნეთ!
ხაზს ვუსვამ მ ო ძ ე ბ ნ ე თ – მომენტები, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად თქვენს ცხოვრებაში, იპოვეთ არა მარტო ხილული არამედ, ყველაფერი – ემოციები, განცდები და შეგრძნებები, რაც იმ დროს დაგეუფლათ, გაიხსენეთ სიტყვები რომლებიც გესმოდათ… წარსული მიღწევებისგან წამოიღეთ წარმატების ენერგია. შეიძლება გააკეთოთ მედიტაციაც, მაგრამ ამაზე სხვა დროს… არავითარ შემთხვევაში არ იფიქროთ, რომ ეს შეგრძნებები მხოლოდ წარსულში დარჩა და რომ ახლა მათი გახსენება სისულელეა და უსარგებლო.
გამოსცადეთ და დარწმუნდით როგორ ძლიერ მუშაობს ეს მეთოდი.
ირწმუნეთ:
თქვენი დადებითი თვისებები არანაკლებ რეალურია, ვიდრე უარყოფითი.
გისურვებთ წარმატებებს!
სიყვარულით და თქვეს შესაძლებლობებში რწმენით
თამარ კვარცხელია