„წარმატება ითხოვს მოქმედების დაწყებას!
მსოფლიო ჩემპიონი მედალს ტელევიზორის ყურებით არ მოიპოვებს.
თუ ადამიანმა არ დაიწყო, ის ვერასდროს ვერ გაიგებს, თუ როგორ შედეგს მიიღებდა.
ის ადამიანი, რომელიც იწყებს და მარცხდება, უფრო მოგებულია, ვიდრე ის, რომელიც ვერასდროს იწყებს!
წარმატებულმა ადამიანებმა იციან, რომ წარმატება ეს წარუმატებლობის მეორე მხარეა.
წარმატებულმა ადამიანებმა შეძლეს საკუთარი წარუმატებლობის წარმატებად გადაქცევა!
ათასობით ადამიანი ამბობს: “გავაკეთებ ხვალ ან ზეგ, ან შემდეგ თვეში… შევეცდები მაინც”. მაგრამ ისინი ვერასდროს აკეთებენ.
დაიჯერეთ, ირწმუნეთ და დაიწყეთ მოქმედება! თქვენს მაგივრად ამას არავინ გააკეთებს! სულ ერთია რა არის თქვენი მიზანი – აიღეთ და დაიწყეთ ის! თუნდაც ნაწილ–ნაწილ, თუნდაც მცირე ნაწილი, მაგრამ დაიწყეთ!
სიყვარულით რამაზ გიგაური (ლაქშმი რავი რამანანდა )
