არის მომენტები ცხოვრებაში, როდესაც ზღვარზე აღმოჩნდები. ეს არის ზღვარი წარსულსა და მომავალს შორის და ამ დროს შენში ყველაზე რთული ბრძოლა იწყება, ბრძოლა საკუთარ თავთან და დღეს მე ეს ჩემს თავზე გამოვცადე…❗
შეგრძნება, როდესაც შენი ერთი ნაწილი მთელი ძალით გექაჩება რომ დაუბრუნდე ერთის მხრივ ყველაზე ”ტკბილ” და ”საუკეთესო” წარსულს….(არადა ამ დროს ხვდები რომ ეს ”ტკბილი და საუკეთესო წარსული” უბრალოდ კომფორტის ზონაა და მეტი აღარაფერი) …. და მეორეს მხრივ რაღაც ძალა წინ, მომავალისკენ გექაჩება, იმ მომავლისკენ, რომელიც ჯერ უცხო, უცნობი და საშიშია…. (ყოველ შემთხვევაში ჩვენი გონება უცხოს და ახალს ყოველთვის საშიშად აღიქვამს და ამიტომ ჩვენთვის რთულია ხოლმე ამ უცხო რეალობაში ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი)… არადა სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი…
ერთი ნაბიჯი…
ერთი გადაწყვეტილება….
ერთი არჩევანი….
რომელიც ხშირად მთლიანად განსაზღვრავს მთელ ჩვენ ცხოვრებას და შედეგებს.
მგონია, რომ სწორედ ეს მომენტია ყველაზე რთული გამოცდა ადამიანებში…. აი, რას აირჩევ ზღვარზე მდგომი???
🔙 ან უბრუნდები წარსულს, რუტინას, გატკეპნილს თავიდან ტკეპნი და ”კომფორტით” ტკბები
🔜 ან იღებ სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ცხოვრებაზე, ხდები მამაცი და გამბედავი, ბრძოლისუნარიანი, თვალებში უყურებ შენს წინ აღმართულ უკიდეგანო შიშს და მიუხედავად აკანკალებული სხეულისა, მაინც სიამაყით ნაბიჯს დგამ წინ, წინ ახალი და უცხო მომავლისკენ,
ახალი ცხოვრებისკენ,
ახალი გამოცდილებებისკენ
💪 და აი, ამ დროს გრძნობ, რომ თურმე როგორი ძლიერი ყოფილხარ,
💫 გრძნობ სიხარულს,
💫 საკუთარი თავით სიამაყეს,
💫გრძნობ გამარჯვებას, გამარჯვებას ყველაზე მთავარ ბრძოლაში…. საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლაში…
💫 საკუთარ შიშებთან ბრძოლაში
💫 საკუთარ ეჭვებთან ბრძოლაში
💫 საკუთარ კომპლექსებთან ბრძოლაში
და მიუხედავად იმისა, რომ ომი ჯერ კიდევ გრძელდება ამაყობ, რომ შენ ეს ერთხელ უკვე შეძელი, შენ გაიმარჯვე, შენ ეს ერთხელ უკვე გამოგივიდა და კიდევ უფრო მეტი ძალით ივსები ცხოვრების ახალი გამოწვევებისთვის….💗
ივსები საკუთარი ძალის რწმენით და გრძობ, რომ თურმე სწორედ ასეთი მომენტები გზრდის და გაძლირებს ადამიანს….
👉ეს არის ყველაზე საჭირო მომენტები ჩვენს ცხოვრებაში, მომენტები რომელიც ზღვარზე დგომას გაიძულებს და მხოლოდ 1 ნაბიჯი და 1 გადაწყვეტილება გაცვლევინებს რადიკალურად ყველაფერს….
და ამ დროს, როცა გრძნობ რომ ბეწვის ხიდზე დგახარ ვალდებული ხარ რომ გაიმარჯვო, უბრალოდ სხვა გზა არ გაქვს… ეს საკუთარი თავის გამო უნდა შეძლო, აჯობო წარსულ ”მე”-ს და ამ გამარჯვებით დამუხტულმა განაგრძო გზა წინ, სულ მაღლა და მაღლა, ზევით და ზევით, ახალ ცხოვრებაში, განაგრძო გზა სიურპრიზებით სავსე, უცხო მომავალში და ეს იქამდე აკეთო სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებ და იქედან ხედით არ დატკბები…
მარიამ შარიქაძე