„მთავარია ცხოვრებას შერჩე ადამიანად და იცოდე, ის უკვე რაც ისწავლე რისთვის, ვისთვის, როგორ და რაში უნდა გამოიყენო“, – წერს სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში.
სულა სულაშვილი: „ბაბუამ “სტუმარ-მასპინძელი” ზეპირად არ იცოდა, მაგრამ მისი ოჯახიდან გულდაწყვეტილი სტუმარი არ გასულა…
ბაბუამ არც ფსალმუნები იცოდა ზეპირად, მაგრამ იცოდა რომ მასში ცხოვრობდა ღმერთი, რომლიც უყვარდა..
ბაბუა არც მათემატიკაში იყო გენიოსი, მაგრამ იცოდა მთელი სიზუსტით გაყოფა და განაწილება სიკეთისა…
ბაბუამ არც “ვეფხისტყაოსნის” აფორიზმები იცოდა ზეპირად, მაგრამ ის საოცრად ჰგავდა ამ პოემის ყველა დადებით პერსონაჟს…
ბაბუამ არც კოდექსები იცოდა, მაგრამ მტყუან-მართალის გარჩევა არასოდეს გასჭირვებია…
ბაბუას, არც ჰიპოკრატეს ფიცი წაუკითხავს, მაგრამ ყველა ავადმყოფს მალამოდ ედებოდა…
შეიძლება უამრავი რამ დაიზეპირო, იცოდე, მაგრამ ეს არც შენს აღზრდაზე მეტყველებს და არც განათლებაზე. მთავარი ის არ არის, რამდენი რამის დაზეპირებას მოასწრებ…
მთავარია ცხოვრებას შერჩე ადამიანად და იცოდე, ის უკვე რაც ისწავლე რისთვის, ვისთვის, როგორ და რაში უნდა გამოიყენო, თორე შენს ჭკუას მეგაბაიტებით გაზომავენ და არა სიბრძნით“.