fbpx

„მიზეზი შენ ხარ!!!“ – სულა სულაშვილი

ავტორი ჟოლო
30 ნახვა

როდესაც შენმა ქმარმა გაიღვიძა და საწოლში ნაბეღლავის მირთმევა დაგავიწყდა, დედა გაგინა…
შენ ხელი მოკიდე პატრა ქალიშვილს, სამზარეულოში გახვედი და იტირე…

როდესაც შენი ქმარი გვიან, ნაქეიფარი დაბრუნდა და ფეხზე მყოფი არ შეეგებე, ისევ გაგინა…
შენ გულმოსული შენს პატრას მიუწექი და ისევ დიდხანს იტირე…

როდესაც შენს ქმარს, შარვლის ტოტზე გამრუდებული ნაკეცი არ მოეწონა, კისერში მოგკიდა ხელი, თავი საუთოებელზე გახლევინა და შენ ისევ იტირე…

როდესაც შენს ქმარს, ძმაკაცებით სავსე სუფრაზე ყანწის მიტანა შეუგვინე, მოურიდებლად დაგამცირა…
შენ ხელი მოჰკიდე შენს ქალიშვილს, საძინებელ ოთახში შეხვედით და ისევ იტირე …

თუ დღეს, შენს ქალიშვილს ატირებულს ხედავ, ნუ გიკვირს და მიზეზს ნუ ეძებ, რატომ გახდა ქმრის მონა…
მიზეზი შენ ხარ!!!

სულა სულაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment