ქოუჩებს უყვართ ღია კითხვების დასმა სესიების დროს. ვინც ატარებთ ქოუჩ-სესიებს შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს არსენალში არსებულ კითხვებს ეს 25 კითხვა, რაც უფრო ეფექტურ ქოუჩად გაქცევთ.
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციამ (IC F) სოციალურ ქსელში ჩაატარა გამოკითხვა იმ მკითხველ ქოუჩთა შორის რომელთა უმრავლესობაც ქოუჩინგურ საქმიანობას ეწევა. სწორედ მათთან გამოკითხვის შედეგად დადგინდა თუ რომელი კითხვა წარმოადგენს ქოუჩ-სესიების დროს ყველაზე ძლიერს.
გთავაზობთ 25 კითხვას, რომელიც შეგიძლიათ წარმატებით გამოიყენოთ ქოუჩინგურ პრაქტიკაში.
1) რომ შემეძლოს, დამატებით კიდევ 24 საათის მოცემა დღე-ღამეში, რას გაკეთებდით ამ დროში?
ფრანცისკო ოლვარესი
2) რომ გქონდეთ შეუზღუდავი რესურსები რას გააკეთებდით?
კარენ მერლინ მირენ
3) რომელ ისტორიას ეჭიდებით ასე მყარად?
კრის პოდჟეტი
4) რას გააკეთებდით პირველ რიგში?
კატარჯინა ვოჟნარი
5) რა გექაჩებთ უკან?
ჯუნნი ლეუ
6) რამდენი ენერგიის ჩასადებად ხარ მზად?
ალისა მანიარეზი
7) რა იქნებოდა საკითხის იდელური გადაწყვეტა?
მარკ სმუტი
8) რას უმტკიცებთ ამითი თავს?
ჯესიკა მალავეცი
9) მე, რომ ვიყო თქვენს ადგილას, რა რჩევას მომცემდით პირველ რიგში?
ტომ ფერი
10) თქვენ რომ იცოდეთ, რომ თქვენი მცდელობა არ იქნება წარუმატებელი, რის გაკეთებას მოსინჯავდით პირდაპირ ეხლა?
ალისა გონცალესი
11) მხოლოდ იმიტომ რომ ეს მოხდა წარსულში, რატომ უნდა განმეორდეს ის ისევ ახლა?
რენე სტუარტი
12) რომელი საქმის კეთებას მოაქვს თქვენთვის სიხარული და აღფრთოვანება?
ჯენ მიკელსონი
13) ფულს რომ შეეძლოს თქვენთან ლაპარაკი, რას გეტყოდათ?
ლუსიო ანდრე პერესი
14) რომელი შეგრძნებების განცდა გინდათ, ყველაზე მეტად ცხოვრებაში ?
როდნი მიულერი
15) რამდენად ესადაგება ეს გადაწყვეტილება, თქვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე?
რებეკა მაკფარლენი
16) როდიდან იწყებ?
პეტ კენედი
17) რა პატარა ნაბიჯების გადადგმას შესძლებ, რომ მიუახლოვდე დასახულ მიზანს?
ჯიზეფინ დე ლა პაზი
18) რას ელოდებით?
ჰაუენ ელიას რომერო ვასკეს
19) როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს ამ ისტორიის მორალი?
ბრენტ ნესტლერი
20) იქიდან რაც ახლა ჩამოთვალეთ, რომელი შეიძლება იყოს დაშვება ან ვარაუდი?
რეიჩელ მენდონკა გეიერ
21) რა პოზიტიური მომენტებია ამ ნეგატიურ სიტუაციაში?
ივანე მარინოვი
22) რა ისტორიას უყვებით, ძალიან ხშირად, საკუთარ თავს?
ნენსი მატიასი
23) და…?
ქითი ქაროანი
24) რომ იცოდეთ პასუხი, რა იქნებოდა ის?
რიტა ტორიჟნი
25) რა არის, რაზეც გინდოდათ გაგეცათ პასუხი და მე არ დაგისვით შესაბამისი კითხვა?
ენნი გელფადი
თქვენთვის შეადგინა თამარ კვარაცხელიამ
წყარო: http://blaggos.com/coaching business/25-silnykh-voprosov-po-kouchingu.html