fbpx

„მისი წართმევა ვისაც შეუძლია, ეს თავად შენ ხარ“ – სულა სულაშვილი

ავტორი ჟოლო
91 ნახვა

„ეგზალტირებულ ბრბოს, გაუნათლებელ მასებს, არასოდეს გააჩნია ლტოლვა ჭეშმარიტებისადმი. მათი მოთხოვნა ოცნება და ილუზიაა, რომლის გარეშეც სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

თავისუფლება ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, როგორც საკუთარ თავთან, ასევე საზოგადოებასთან და მათ სწორდე ამ პასუხისმგებლობის ეშინიათ.

თავისუფლება, ანუ ყველაზე ძვირად ღირებული ღირსება რაინდული ფენომენია, რომელიც გაქვს, ან არ გაქვს. მას ვერც ნაციონალები წაგართმევენ და ვერც მეოცნებეები დაგიბრუნებენ!

ქართველობა და ღირსება ბიოლოგიური კომპონენტი არ არის. ეს არის ცნობიერება. ის შენს საკუთარ სულში, გონებაში უნდა აღმოაცენო, გაზარდო, მოუარო, მოეფერო და გაუფრთხილდე… მისი წართმევა ვისაც შეუძლია, ეს თავად შენ ხარ.“

 სულა სულაშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment