„მეგობრებო, საოცრად სასიხარულო ამბავი! ჩემ ცხოვრებაში დიდი რამ მოხდა“ – წერს დავით დეფი სოციალურ ქსელში და სიახლეს ფბ.მეგობრებს უზიარებს.
დავით დეფი: „ახლა მაცნობეს რომ საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში, საღმრთო ლიტურღიისას ჩემი პოეზია იქნება გამოყენებული.
ჩემ ცხოვრებაში დიდი რამ მოხდა – წიგნი „სააღდგომო ლექსები“ სადაც უშუალოდ სახარებისეული ეპიზოდები მაქვს აღწერილი და ნაწილი პოემისა „მეფე პოეტი“ სადაც ტექსტი ასევე სახარებისეული იდეებითაა შექმნილი, ქრისტიანული ეკლესიის, კერძოდ კი საქართველოს ევანგელურ – ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში, საღმრთო ლიტურღიისას სასულიერო პირის მიერ, მრევლის წინაშე იქნება წაკითხული.
საღმრთო ლიტურღია – იგივე ჟამნის წირვა, მოგეხსენებათ საზოგადო ღვთისმსახურებას ნიშნავს, რომლის დროსაც წმინდა ზიარების საიდუმლო – ევქარისტია, სამადლობელი სრულდება, დიახ მეგობრებო ზუსტად ამ დროს იქნება წაკითხული ჩემი პოეზია.
სწორედ ესაა სიახLOVE.
მადლობა ღმერთს.
დ♔სიახLOVE
5 აპრილი 2017