„მცირე დროის მიუხედავად, სოფიადან ბაჩკოვში გაქცევა მოვახერხე, რათა პეტრიწონის მონასტერი მენახა.
მკრთალი მზე ანათებდა. ციოდა, მაგრამ იყო ენითაუწერელი სითბო, შიგნიდან რომ მათბობდა.
მონასტერი ბიზანტიაში მოღვაწე დიდგვაროვანმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ 1083 წელს დააფაუძნა, ანუ, მაშინ, როცა საქართველოში აღმაშენებლის მამა, გიორგი მეფობდა.
ტაძარში დაბრძანებულია ღვთისმშობლის 1311 წელს დაწერილი ხატი, რომელსაც ძველქართული წარწერები აქვს.
ამ ხატს, ისევე, როგორც ტაძარს, მთელი ბულგარეთი ეთაყვანება. მიჩნეულია სასწაულმოქმედად.
2-3 წლისწინანდელი ამბავი რომ მახსოვს, ფოტოების გადაღებაზე არ უნდა მეოცნება, მაგრამ კეთილგანწყობილი მამები დამხვდნენ.
ხელი შემიწყეს, ყველაფერი გადამეღო, მათ შორის, ხატი და წარწერები.
არადა, წინა ჩასვლაზე გავწამდი.
ამბობენ, რომ ქართული წარწერა გუმბათის ჯვარზეც არის. თუმცა, მისი ნახვა შეუძლებელი იყო“.
გოგა ჩანადირი