fbpx

მონსერატ კაბალიე პატიმრობას გადაურჩა

ავტორი ჟოლო
35 ნახვა

81 წლის ესპანელი საოპერო მიმღერალი მონსერატ კაბალიე პატიმრობას გადაურჩა.

 

მან კატალონიის პროკურატურასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, რომლის თანახმადაც მას სახელმწიფოსთვის 508 ათასი ევროს გადახდა მოუწევს. ეს ის თანხაა, რომელიც კაბალიეს გადასახადებში უნდა გადაეხადა, თუმცა მომღერალმა ვალდებულებას თავი აარიდა. გარდა ოფიცალური თანხისა, ესპანელ სოპრანოს 250 ათასი ევროს გადახდაც მოუწევს ჯარიმის ასანაზღაურებლად.

 

პროკურატურამ საქმე მას შემდეგ აღძრა, რაც კაბალიემ უარი განაცხადა გადასახადების გადახდაზე, მან არაერთხელ გაასაჩივრა გადაწყვეტილება ანგარიშების გაყინვის თაობაზე და ბოლოს თავად აღიარა დანაშაული.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment