როგორ გავთავისუფლდეთ ხველისა და ბრონქიტისგან, კომბოსტოსა და თაფლის მეშვეობით 5 დღეში.
ძველი ხალხური მეთოდი, რომელსაც „ოქროს მკურნალსაც“ ეძახიან, ნამდვილად უებარი საშუალებაა ბრონქიტისა და ხველისგან თავის დასაღწევად. მკურნალობისთვის თქვენ დაგჭირდებათ კომბოსტო და თაფლი.
ფრთხილად აიღეთ კომბოსტოს ფოთოლი. რამდენიმე წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში და ამოიღეთ, როგორც კი დარბილდება. ფოთლის ერთ მხარეს წაუსვით თაფლი და დაიდეთ გულ-მკერდზე ისე, რომ თაფლი სხეულს ეხებოდეს. დაიფარეთ მთელი გულ-მკერდი ფოთლებით და დასაფიქსირებლად გადააფინეთ პირსახოცი. ეს პროცედურა ძილის წინ უნდა ჩაიტაროთ. საფარი დილით უნდა მოიხსნათ და კანი სველი ქსოვილით გაიწმინდოთ. თუკი ბრონქიტი ჩამოყალიბების პროცესშია, შედეგს მალევე დაინახავთ. მკურნალობა 5-დან 7 დღემდე უნდა განაგრძოთ. თაფლი შეგიძლიათ აბუსალათინის ზეთით ჩაანაცვლოთ.