ერთ ქალს საშინელი ურთიერთობა ჰქონდა დედამთილთან. ისინი გამუდმებით ჩხუბობდნენ. ერთხელაც რძალი ერთ ჯადოქართან მივიდა და საწამლავი სთხოვა:
– ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია, არ შემიძლია მეტი. დამეხმარეთ მის მოშორებაში. ძალიან დიდი თანხას გადაგიხადით.
ბევრი ფიქრის შემდეგ ჯადოქარმა უთხრა:
– კარგი, დაგეხმარები, მაგრამ შენ უნდა გაითვალისწინო ორი რამ.
პირველი: არ შეიძლება მოწამლო დედამთილი უცებ, ასე შეიძლება მაშინვე შენზე მიიტანონ ეჭვი. ამიტომ მე მოგცემ ისეთ საწამლავს, რომელიც ნელი მოქმედებისაა. უნდა მიაწოდო მცირე დოზებით და თანდათანობით ისე მოკვდება, რომ ვერავინ მიხვდება რა მოხდა.
მეორე: იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოვრიცხოთ ყოველგვარი ეჭვები, შენ უნდა დაიცხრო მრისხანება, მთელი ამ ხნის განმავლობაში უნდა მოიქცე როგორც მოსიყვარულე რძალი და მაშინ, რაც არ უნდა მოხდეს, შენზე არავინ არ მიიტანს ეჭვს.
ქალი დათანხმდა ყველაფერზე. წაიღო საწამლავი და ისე მოიქცა, როგორც ჯადოქარმა დაარიგა. ის ყოველდღე, მცირე დოზით ამატებდა საწამლავს საკვებში. ამავე დროს მან ისწავლა საკუთარი თავის კონტროლი. არ ეკამათებოდა დედამთილს, უჯერებდა ყველაფერს და პატივისცემით ექცეოდა.
როცა დედამთილმა ნახა, თუ როგორ შეიცვალა მისი რძალი, იგრძნო თუ როგორი სიყვარულით და პატივისცემით ექცეოდა ის, თვითონაც თანდათანობით შეცვალა დამოკიდებულება და ცოტახანში მთელი გულით შეიყვარა რძალი. ის ყველას უყვებოდა, რომ ჰყავდა ისეთი არაჩვეულებრივი რძალი, როგორზეც მხოლოდ შეიძლება იოცნებოს ადამიანმა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში რძალი და დედამთილი ისე შეეჩვივნენ ერთმანეთს, როგორც ღვიძლი დედა–შვილი.
და აი ერთხელაც მივიდა ქალი ისევ ჯადოქართან და შეეხვეწა:
– ღვთის გულისთვის, გემუდარებით, დამეხმარეთ, რომ ვიხსნა ჩემი დედამთილი იმ საწამლავისგან, რომელსაც აქამდე ვაძლევდი. ის ჩემთვის ძალზე ახლობელი და ძვირფასი გახდა და არ მინდა რომ დავკარგო.
– ნუ ნერვიულობ, მე შენთვის შხამი არ მომიცია. რაც შენ საწამავლი გეგონა, სინამდვილეში უვნებელი მცენარეული ნაყენია. შხამი მხოლოდ შენს თავში იყო და შენ უკვე მოიშორე ის.
სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
წყარო: http://mebonia.com/
