fbpx

პატარა თვალთმაქცი მაწანწალას ბიზნეს ტრიუკი

ავტორი ჟოლო
33 ნახვა

„მათხოვრებისნაირი კრეატიული ბიზნეს-ფენა არ არსებობს. უცებ უღებენ დროს ალღოს“ – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლელა კოდალაშვილი და ერთი პატარა მაწანწალას ისტორიას იხსენებს.

ლელა კოდალაშვილი: „ადრე, როცა მეტროთი ხშირად ვმგზავრობდი, ვაგონებში ერთი ინვალიდი ციგნის ყაზილარი დადიოდა მოქცეული ფეხით და იდაყვში მოჭრილი ხელით.

ახლა გადავაწყდი. ,,მოჭრილი” ხელი გამობმია, ,,მოქცეული” ფეხი კაიზერ სოზესავით გასწორებია, სუფთად ჩაუცვამს, დაუჭერია ხელში მინის ყუთი, რომელზეც ეკლესიის ფონზე მდგომი, ღმერთმა იცის, ვისი ფოტო მიუწებებია და საგანგებოდ დასწავლილი ტექსტით მისთვის სამედიცინო მოწყალებას ითხოვს.

მართალია, რაც კი უბედურება გაუგია – ლეიკემია, დიალეზი, ხერხემლის ტრავმა, ცერებრალური დამბლა – ყველაფერს ერთმანეთში ურევს და ამ საწყალ ბიჭს მიაწერს, მაგრამ ფაქტია, ხალხის გული ასე უფრო ჩუყდება და ისეთი კუპიურები ცვივა ყუთში, ადრე, ,,ინვალიდობისას” რომ არ დაესიზმრებოდა“.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment