23
ქორწილის დღისთვის ყველა პატარძალი ცდილობს განსაკუთრებულად მოემზადოს, თუმცა ბევრს არ მოსდის აზრად გააკეთოს ის, რაც ამ ინდოელმა გოგონამ მოიფიქრა. კრეშა ბაჯაჯმა გადაწყვიტა ტრადიციული ინდური საქორწილო კაბა საკუთარი ხელით მოექარგა და მასზე მისი და თავისი მეუღლის სიყვარულის ისტორია გადაეტანა.
ეს ყველაფერი მან საკმაოდ დახვეწილად გადაიტანა ნაჭერზე. ამისთვის კრეშა სპეციალურად დაეუფლა ქარგვის ხელოვნებას. გოგონამ ნახატების გარდა კაბაზე თავიანთი სახელებიც ამოქარგა.