fbpx

პიანისტის სურვილი და რეალური საქმე

ავტორი ჟოლო
44 ნახვა

დასარტყამი ინსტრუმენტები, ელექტრონული გიტარა, ბას გიტარა, ბოქსები და მიკროფონები, იამაჰას სინთეზატორი. ამ ინსტრუმენტებს მალე ავჭალის ციხეში მყოფი არასრულწლოვანი პატიმრები მიიღებენ. მათთვის ეს საჩუქრები უცხოეთში მოღვაწე ქართველ პიანისტს ნინო ყამბეგაშვილს გერმანიიდან ჩამოაქვს. ის საქართველოს რამდენიმე დღეში ეწვევა. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ვწერდით იმის შესახებ, რომ მუსიკოსი ავჭალის ციხეში მუსიკალური სკოლის გახსნას აპირებდა. წინა ვიზიტის დროსაც გადასცა მან საჩუქრად პატიმრებს მუსიკალური ინსტრუმენტები და პირობა მისცა, რომ უახლოეს ხანში მუსიკალური სკოლაც ექნებოდათ. „ჟოლო“ პიანისტს ფრანკფურტში დაუკავშირდა და მუსიკალურ სკოლასა და სამომავლო გეგმების შესახებ ჰკითხა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საჩუქრები ნინოს უსინათლო მუსიკოსებისთვისაც აქვს.

 

 ნინო ყამბეგაშვილი:  „2 ნიჭიერ, უსინათლო მოზარდ პიანისტს დავასაჩუქრებ, შეხვედრა მერიაში შედგება. მათ სპეციალურად უსინათლოებისთვის დაბეჭდილ ნოტებს გადავცემ, ასევე დავუნიშნავ სტიპენდიას, 1 წლის განმავლობაში თითოეული მათგანი 600 ევროს მიიღებს. ხოლო 1 ივლისს, სასჯელაღსრულების და კულტურის სამინისტროს დახმარებით ისევ შევდივარ არასრულწლოვანებთან ავჭალის ციხეში. ამჯერად მათთვის მუსიკალურ სკოლას ვხსნი. ყველა ინსტრუმენტი აქედან მომაქვს, მასწავლებლებიც უკვე ვიპოვე. მახარებს ის ფაქტი, რომ პატიმრებს, რომლებსაც მუსიკა უყვართ და ნიჭიერები არიან, მუსიკალური სკოლა ექნებათ. 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment