“ამერიკის ქართველობამ უკვე ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ემიგრაცია ვართ, უკვე რამდენი ადამიანი გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან… დავეხმაროთ” – წერს ამერიკაში მცხოვრები გიორგი ნიკოლაიშვილი და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ქართველებს კიდევ ერთხელ აერთიანებს. ბიჭი, რომლის თაოსნობითა და ძალისხმევით, ქართველების დასახმარებლად ბევრი საქველმოქმედო აქცია გამართულა, კიდევ ერთი სიცოცხლისთვის იბრძვის. გიორგის მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან რამდენიმე საათში, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა, 3000 –მდე დოლარის აგროვება შეძლეს.
“ცოტა ხნის წინ ინტერნეტი მოიცვა პოსტებმა ლეიკემიით დაავადებული დედის გადასარჩენად როგორ იბრძვის 2 ძმა. ქალბატონი თურქეთის კლინიკაში იბრძვის. მაიასთვის – ასე აწერია მათ მოძველებულ ავტომობილს, ნიკა და რატი ქართველიშვილები მონაცვლეობით მუშაობენ ტარიფის გარეშე, ვისაც რამდენი საშუალება აქვს ყუთში აგდებს მებრძოლ ძმებს დედა გადაურჩინოს!
ამერიკის ქართველობამ უკვე ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ემიგრაცია ვართ, უკვე რამდენი ადამიანი გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან.
თუ შენ ამ სტატუსს კითხულობ და გენატრება დედა, გენატრება წლობით უნახავი შვილი, გახსენი ბმული და რამდენიც შეგიძლია, დაეხმარე, დედა სახლში დავუბრუნოთ ძმებს! დღეს ჩვენც ნიკას და რატის დედმამიშვილი უნდა ვიყოთ, ჩვენი სიძლიერე ხომ მხოლოდ ერთობაშია!
გთხოვთ გაავრცელოთ, რათა ბევრმა ნახოს.
სიკეთე გადამდებია! “❤️