ქალბატონებს ფრჩხილების მოვლა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ და ხშირად იყენებენ ლაქს, თუმცა ალბათ მისი მოშორებისას ფრჩხილის ძირში, ნუნასთან შეგიმჩნევიათ ნახევარმთვარის ფორმის სითეთრე. საინტერესოა რა არის ის და არის თუ არა მნიშვნელოვანი?
ცნობილი ვარსკვლავების პირადი „მანიკურისტი“ ჯინ სუნ ჩოი ამ თემასთან დაკავშირებით ერთ-ერთ გამოცემას ესაუბრა. მისი თქმით ეს ნახევარმთვარე, რომელსაც ლუნულა ეწოდება თქვენს ჯანმრთელობაზე ბევრს ამბობს.
„თუ ლუნულა მკვეთრად და თეთრად ჩანს ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ. მას შემდეგ რაც თქვენს ორგანიზმში გარკვეული პრობლემები იწყება ლუნულა ბაცდება ან ქრება. ასეა 10-დან 8 შემთხვევაში.“ – ამბობს ჩოი.
იმისათვის, რომ ჯანსაღი ფრჩხილები გქონდეთ ის რჩევებსაც იძლევა: „მიირთვით მწვანე ბოსტნეული, თევზის ქონი და კაკალი. გარდა ამისა, სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი.“