fbpx

„იქნებ ერთმანეთის თვალებმა რაიმე გვასწავლოს, რაიმე შეცვალოს“…

ავტორი ჟოლო
255 ნახვა

ხანდახან მინდება, რომ ფეისბუქი გავაუქმო, მერე უცებ შუქი ჩაქრეს, ცოტა დიდი ხნით, რომ ყველას დაუჯდეს ტელეფონი და ისინიც გაითიშოს…

მინდა, ხალხი გარეთ, ცხოვრებასა და სამყაროში გამოვიდეს და ერთმანეთს თვალებში ჩახედოს…

იქნებ აღარ იყოს ამდენი მარტოსული და მხოლოდ ფოტოებზე სხვების დასანახად მომღიმარი ადამიანი…

იქნებ აღარ იყოს ამდენი ფარული აგრესიის ფრქვევა პოსტებსა და კომენტარებში…

იქნებ ერთმანეთის თვალებმა რაიმე გვასწავლოს, რაიმე შეცვალოს…

იქნებ ქმრებმა დაინახონ ცოლები, ცოლებმა – ქმრები, მშობლებმა – შვილები, შვილებმა – მშობლები… მეზობლებმა – მეზობლები, მეგობრებმა – მეგობრები და არა “ფრენდები”…

იქნებ ძალიან დაბნეულებმა ჯერ უხერხულად გაუღიმონ ერთმანეთს, მერე ნელ-ნელა ეს ღიმილი სიცილში, სიცილი კი გულიან ხარხარში გადაიზარდოს…

იქნებ მერე მოეწყოს საყოველთაო ჩახუტება და საყოველთაო დაბრუნება ერთმანეთთან და საკუთარ თავებთან…

ყოველ საღამოს მეფიქრება… რა იქნებოდა, რომ…

შეიძლება არაფერიც არ ყოფილიყო, მაგრამ მჯერა, სადღაც ვიღაცის თავს რაიმე განსაკუთრებული აუცილებლად მოხდებოდა…

ან მინდა, მჯეროდეს…

ნატა თვალაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment