ალბათ ყველა დედას ჰქონია მომენტი, როდესაც ბავშვი რაიმეს მოითხოვს, რამდენიმე წუთში კი აღარ უნდა. მშობლის კითხვები: „რატომ?“ „რა მოხდა?“ უპასუხოდ რჩება.
ლორე ტამი არის ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რთულად აღსაზრდელ ბავშვებთან, დღეს კი წარმატებული დედაა. მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად მან გააკეთა დასკვნა თუ როგორ შეიძლება მოვარჯულოთ ურჩი ბავშვი.
რაშია პრობლემა? – საქმე ის გახლავთ, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვის ტვინი განვითარების ეტაპზეა და მას ემოციები მართავს. ამ დროს მის ტვინში 700 ახალი ნეირონი ფორმირდება და მან მართლაც არ იცის რა უნდა და რა არა, ამას მხოლოდ ემოციით გრძნობს. სწორედ ამიტომ ვერ პასუხობს ის მშობლის შეკითხვას თუ რა მოხდა და რატომ აღარ უნდა რაღაც და არა იმიტომ, რომ უზრდელია.
რაშია გამოსავალი? – „ერთხელ როდესაც ჩემმა 2 წლის ვაჟმა ტოსტი მთხოვა, მოვამზადე, ცოტა ხანში კი დაბლა დააგდო და განაცხადა, რომ აღარ უნდა. ამის გამო არ მიჩხუბია, უბრალოდ ვუთხარი, რომ თუ ახლა არ უნდოდა მოგვიანებით შეჭამდა, მე კი ავდექი და ჩემთვის ყავის მოდუღებას შევუდექი. 7 წუთის შემდეგ მან გადაწყვიტა ტოსტი შეეჭამა“, – ამბობს ტამი. თქვენს პატარას არ შეუძლია გადმოგცეთ მართლა უნდა თუ არა რაღაც და ემოციით ცდილობთ მიგახვედროთ ამიტომ რაც შეიძლება ხშირად ჩაეხუტეთ და აჩვენეთ სითბო, კრიტიკულ მომენტში არ გაუჯავრდეთ და მიეცით საშუალება თავად მიხვდეს რა უნდა სინამდვილეში.