fbpx

„უცნაური და ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი“- „ჩაის სახლი“ და მადლიერი მოხუცები

ავტორი ჟოლო
84 ნახვა

დღეს „ჩაის სახლის“ დამსახურებით იმდენმა მოხუცმა დამლოცა, სახლში როცა ვბრუნდებოდი შევშინდი სიხარულისგან ცაში არ ავფრენილიყავი  

საქმე იმაში გახლავთ, რომ „ჩაის სახლმა“ ტრადიციად დანერგა მოხუცებისთვის თბილი გარემოს შექმნა და მათი გამასპინძლება.  ღონისძიებები “ჟოლოს” ორგანიზებით იმართება. ჰოდა, დღეს  „ჩაის სახლში“ „კათარზისის“ მხიარულ და საყვარელ მოხუცებს გავულამაზეთ დღე  

იმღერეს, იცეკვეს, თავიანთი დაწერილი ლექსები წაიკითხეს  უზომოდ ბედნიერები იყვნენ და ბოლოს, მთავარი მასპინძელი მოიკითხეს, მადლობა უნდა გადავუხადოთო, რომ ვერ ნახეს, მადლობის წერილს დავწერთ და დავუტოვებთო.

-არ ითხოვს, არ უნდა მადლობა-მეთქი და ჩვენ გვინდაო.

ჰოდა. ასე ხელიდან ხელში გადასცემდნენ ერთმანეთს ფურცელს და მადლობის წერილს ხელს აწერდნენ ….
უცნაური და ამაღელვებელი იყო ეს ყველაფერი  

გულიკო რომანიშვილი, ასოციაცია კათარზისის პრეზიდენტის თანაშემწე: მადლობა ამ საოცარი შემოთავაზებისთვის. ძალიან ლამაზი გარემო დაგვახვედრა „ჩაის სახლმა“, საკმაოდ უჩვეულო ჩვენი ბებია-ბაბუებისთვის. ყოველდღიურობას მოწყდნენ და აღმოჩნდნენ სულ სხვა რეალობაში. ჩვენთანაც უზომოდ კარგი და კომფორტული გარემოა, მაგრამ ეს არის სხვა რაღაც, იქ მასპინძლები თავად არიან ყოველთვის, აქ კი – საპატიო სტუმრები გახდნენ და თქვენც ხედავთ, თუ როგორი კმაყოფილია თითოეული. თბილი დახვედრა, საოცარი ყურადღება, მათთვის უცხო კერძები, უგემრიელესი ჩაი… მეტი რა უნდა მოხუცს, გაიხარეთ… ყველას სახელით გიხდით მადლობას, იმედს ვიტოვებთ რომ შემდეგშიც გაგვახარებს „ჩაის სახლი“.

მადლიერი ვარ  

პატივისცემით დეა თავბერიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment