fbpx

აუცილებლად გჯეროდეთ სასწაულების

ავტორი ჟოლო
154 ნახვა

..იმისათვის რომ დიადი საქმეები აკეთო, ნაბიჯი უნდა გადადგა…
ნაბიჯი იქით, საითაც გინდა და გეშინია… ნაბიჯის გადადგმა არ არის გარანტი სიდიადისა და წარმატებისა, თუმცა…
მისი არ გადადგმა ნამდვილად არის გარანტი იმისა,რომ არაფერი შეიცვლება თავისით…

ყოველთვის როცა წინ მიდიხარ და გზას კვალავ, გაცილებით დიდ ძალისხმევას ხარჯავ, ვიდრე გაკვალულ გზაზე სიარულისას…
ხანდახან იმდენად ძნელია, რომ რადგან დიდ ნაბიჯებს ვერ დგამ, გეჩვენება რომ აღარ მოძრაობ…
უამრავჯერ მიფიქრია – “ხომ შეიძლება შეირგო ადამიანმა ეს გაკვალული გზები და ავტობანები???
მაგრამ არა… 
მაგრამ მთავარია რომ გზა იკვალება….იგი აუცილებლად მოპირკეთდება, გაფართოვდება, ფერადად მოირთვება და უამრავ ადამიანს მოუტანს სარგებელს.

რწმენა ამ გზის მთავარი კომპონენტია… ბავშვური რწმენა სასწაულების და მხოლოდ მაშინ როცა შენ გჯერა, ის აუცილებლად მოდის… მოდის და სინათლით ავსებს ყველა შენს ნაბიჯს და ის რაც ზღაპარი გეგონა, რეალობად ჩნდება შენს თვალწინ 🙂
ნიკოლოზობას გილოცავთ…
აუცილებლად გჯეროდეთ სასწაულების 😉

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment