საკუთარი თავის მიმღეობა და სიყვარული ერთადერთი, მუშა მეთოდია იმისთვის, რომ მივიღოთ სასურველი ახლა… ამ ახალ ცხოვრებაში.
კონტროლი, ზეწოლა, იძულება, წინააღმდეგობა ახალ ენერგიებში აღარ მუშაობს!!
🌀ამჟამად, ძალიან ბევრი ყოფით-მატერიალური საკითხები მუხრუჭდება და ვერ მიდის წინ ისე, როგორც ეს თქვენს გონებაშია დაგეგმილი- ან გარე ფაქტორების გამო, ან თქვენი შინაგანი მდგომარეობის გამო, რომელიც სულ სხვა მიმართულებას მიუთითებს გონებას…
🌀გონება ითხოვს გადამწყვეტ ქმედებებს, სულს კი სიმშვიდე სურს…
და რაც არ უნდა დიდი სურვილი გვქონდეს ვიმოქმედოთ მკაცრად გონებრივი ფორმულებით, ეს არ გამოდის…
ხან გადავერთვებით სხვა რამეზე, ხან ვცდებით, ხანაც სრულიად ვეთიშებით იმ საკითხებს და ხან სულ სხვა მიმართულებით გვიწევს სვლა…
🌀 მოკლედ, დაკავებული ვართ ყველაფრით, გარდა იმისა, რაც ჩვენს სულს სურს…
რადგან გონების თვალსაზრისით, სულიერებისთვის დამახასიათებელი სპონტანური და ირაციონალური ქმედებები- უაზრობაა და დროის ფუჭად გაცდენაა, რომელსაც არსად არ მივყავართ…
🌀 თუმცა “არსად”- ეს მხოლოდ გონების ინტერპრეტაციაა… სინამდვილეში კი სულის ეს “არსად” ნიშნავს არჩევანის ტოტალურ თავისუფლებას, რომელიც ხორციელდება არა გონების, არამედ სულის მეშვეობით, ახლა და აქ…
არსებული მომენტიდან გამომდინარეობს შემდგომი სურათი და არჩევანის გზები და ასე შემდეგ.
🌀 მომავალი წინასწარ განსაზღვრული არ არის.
ამიტომ აზრი არ აქვს მის გამოგონებას….
ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ გათვლა და წინასწარ განსაზღვრა აღარ გამოდის.
თქვენი მდგომარეობა ცვლილებებს ექვემდებარება არა მხოლოდ ყოველდღიურად, არამედ უკვე ყოველწუთიერად.
🌀 ყოველდღიურად იღვიძებთ და ხვდებით თქვენი თავის ახალ ვერსიას, რომელიც ძილის დროს იტვირთება თქვენში. ცნობიერება ყოველდღიურად ფართოვდება…
თქვენ გადიხართ გამოცდილებას, სრულყოფილებისაკენ…
დღევანდელი ცნობიერებით შეუძლებელია განვსაზღვროთ ხვალინდელი დღე.
რადგან თქვენ ვერ ხედავთ იმ გზებს, რომელთა დანახვას მხოლოდ არსებული გამოცდილების გავლის შემდეგ შეძლებთ.
🌀 ახლა უკვე შეუძლებელია სასურველი შედეგების მიღება ძალით, ზეწოლითა და ბრძოლით.
ყოველი მცდელობა მხოლოდ ენერგიის უაზრო ხარჯვით და დროისა და ენერგეტიკულ- მატერიალური რესურსების გაფლანგვით სრულდება.
და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ ისწავლოთ საკუთარი თავის მიღება, პატივისცემა და ყველაფრის გაკეთება – სიყვარულით!!!!!!
სიყვარულით საკუთარი თავისა და სამყაროსადმი!
🌀 სიყვარული- აუცილებელი პირობაა ახალი ცხოვრების წვდომისთვის!!
და ეს ცხოვრება უკვე არც ისე შორია. ის უკვე ფეხს იკიდებს….
ამიტომ ძალიან ბევრი დრო მის შესწავლაზე აღარ რჩება.
🌀 ახლა, ახალი რეალობა ვითარდება სწრაფად და კომპრომისების გარეშე.
✅ან ირჩევთ საკუთარ თავს და მიმღეობას, შესაბამისად- ენერგია გეძლევათ ულიმიტოდ და ძალებიც, დროც და ენერგიაც გყოფნით ყველაფერზე, რადგან დრო და სივრცე თქვენს მხარეს “თამაშობენ”….
✅ან მოქმედებთ საკუთარ სულთან წინააღმდეგობით და აღარც ძალა გყოფნით და აღარც დრო…
ყურადაღება გაფანტულია…. მუდამ ძილი გსურთ ან პირიქით- უძილობა გაქვთ ქრონიკულად….
საქმეებში კი რატომღაც ცდებით ან მუდმივად ვინმე გაცდენთ და ამით სამყარო გიჩვენებთ, რომ ეს თქვენი გზა ან თქვენი ცხოვრების სტრატეგია არ არის.
🌀 ბოლო დროს კი საქმე იქამდეც მიდის, რომ ყველა “მოვალეობა” ან “აუცილებელი და გადაუდებელი საქმე” გონებიდან ქრება, აღარ გახსოვთ….
და როდესაც დააპირებთ მათ გაკეთებას, სხვა რამეზე ერთვებით და ყველა საქმე რჩება მხოლოდ ტვინში,
თქვენ კი მიდიხართ და აკეთებთ იმას, რაც გონებისთვის სრულიად აბსურდული, უაზრო, წარმოუდგენელი და უდროოა…
მაგრამ სულისთვის ეს ყველაფერი სულერთია.
🌀 მას არ მოწონს როდესაც მისი სურვილები დათრგუნულია და დრო და სივრცე კი ყველანაირად მხარს უჭერს მის ამ დამოკიდებულებას.
ის დაბლოკავს გონების ყველანაირ მცდელობებს და ვერანაირი “საჩქარო” და “გადაუდებელი” ვერ უშველის, თუ სურვილი სულისთვის ღირებული არ არის.
🌀 აზრი არ აქვს სიტუაციებთან ბრძოლაში ჩაბმას.
ახლა ერთადერთი მეთოდი სიტუაციებიდან ნორმალური, ოპტიმალური შედეგის მისაღებად – ესაა კონტროლისა და მოლოდინების გაშვება და ნაკადზე მინდობა,
ყოველი დღის ცხოვრება სულიერი გადმოსახედიდან და გამოცდილების მიღების მიზნით.
🌀 მხოლოდ ამის შემდეგ ყველა ქმედება, რომელიც რეალურად დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში, მოვა ყველაზე საუკეთესო დროს და ადგილას- ნაკადის მეშვეობით.
ამასთან, ზედმეტი ენერგიის ხარჯვისა და ძალისხმევის გარეშე.
🌀 ყველაფერი რაც ხდება, მხოლოდ- უკეთესობისთვის.
თქვენ ვერასოდეს გაიგებთ წინასწარ, რა იქნება თქვენთვის უკეთესი.
ყველაფერი ნათელი ხდება გამოცდილების მიღების პროცესში. და ამაშია მთელი ხიბლი…
🌀 თუ მივენდობით ნაკადს, ყველაფერი გაცილებით უკეთ, ადვილად, სწრაფად და საინტერესოდ ლაგდება, ვიდრე ჩვენ ვგეგმავთ ამას ჩვენს ტვინებში.
🌀 ზედმეტი ფიქრი, კირკიტი, გეგმები და ეჭვები მხოლოდ ხელს უშლის სამყაროს, მოგცეთ თქვენი წილი ბედნიერება, თავისუფლება, კეთილდღეობა და სიუხვე, რომელიც გეკუთვნით მარტო იმიტომ, რომ დაიბადეთ აქ, დედამიწაზე, ადამიანად….
🙏
ჯ.ლაითვორიერი
წყარო: Daji Mamulashvili