fbpx

გადაწყვიტე, რომ არასოდეს დანებდები !

ავტორი ჟოლო
1.8K ნახვა

ნუ დანებდები სანამ მიზანს არ მიაღწევ

1. მიზნისკენ მიმავალ გზაზე შენს წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა ან პრობლემა განსაზღვრე და წარმოიდგინე, რომ მონდომებისა და ხასიათის სიმტკიცის გამოსაცდელადაა გამოგზავნილი. გადაწყვიტე, რომ არასოდეს დანებდები.

2. საკუთარ ცხოვრებას თვალი გადაავლე და ის შემთხვევები გაიხსენე,როდესაც შეუპოვრობა შენი წარმატების გასაღები აღმოჩნდა. ნებისმიერი სახის სირთულის წინაშე ანდა უიმედო მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში, სწორედ მსგავსი გამოცდილებები გაიხსენე.

3. გადაწყვიტე, თუ ძალიან გინდა მიზნის მიღწევა არ დანებდე და საწადელს აისრულებ.

4. ნებისმიერ პრობლემაში, სირთულეში, დაბრკოლებასა და წინააღმდეგობაში ეძიე დაფარული სარგებლის ან ბევრად მეტი შესაძლებლობის მარცვალი. ყოველთვის იპოვი რაღაც ისეთს რაც დაგეხმარება.

5. პირობა დადე, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ორიენტირებული იქნები მოქმედებაზე და კონცენტრირდები გადაწყვეტილების მიღებაზე. ყოველთვის იმაზე იფიქრე, ახლა რისი გაკეთება შეგიძლია ამ პრობლემის გადასაჭრელად და მაშინვე დაიწყე ამაზე მუშაობა! არასოდეს დანებდე!

ბრაიან თრეისი

მიზნები

მსგავსი სტატიები

Leave a Comment