მამამკაცი თავისი ენერგიის სიკაშკაშით ასუფთავებს და ავსებს ქალის მიწიერ არსს, მაგრამ ზოგჯერ კაცის შუქი ქალის ჩრდილში იკარგება, ეს მაშინ, როდესაც ქალი შთანთქავს მის ყურადღებას, აფერხებს გონებას და თამაშობს მამაკაცის გრძნობებზე.
ეს ძირითადად ოჯახის შექმნის შემდეგ ვლინდება, როდესაც ერთობლივი თანაცხოვრება იმ მოლოდინებს არ ამართლებს რაც ქალს ჰქონდა და იწყება მისი მხრიდან შეურაცხყოფისა და ბრალდების კორიანტელი. ამ დროს მამაკაცი კარგავს საკუთარი წარმატებისთვის ბრძოლის ინიციატივას, ფინანსებს, იღბალს და იძირება პრობლემებში.
მისი ძირითადი ენერგია, რომელიც არის მისივე წარმატების მთავარი გარანტი, ურთიერთობების გარკვევაში იხარჯება და იკარგება.
ყველაზე მეტად, ეს ხდება რთული სასიყვარულო ისტორიების და გაუმართლებელი მოლოდინის დროს.
რას უნდა მიაქციონ ყურადღება მამაკაცებმა?
– თუ თქვენ გაქვთ წარმატებები და ფინანსური მიღწევები – ე.ი თქვენს გვერდით საოცრად მოსიყვარულე ქალია, რომელიც გაძლიერებთ და გავსებთ მიწიერი ენერგიით.
თუ სიტუაცია პირიქითაა- მაშინ ქალი აუცილებლად უნდა განვითარდეს და სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება.
რა უნდა მოიმოქმედონ ქალებმა?
ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ქალს უფრო მეტი ენერგია აქვს და ის ავსებს კაცს, მაგრამ მას შეუძლია ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იცის საკუთარი ენერგიის სიღრმე და განიკურნა საკუთარი თავის ნგრევისგან.
საკუთარი ენერგიის გასაწმენდად, თითოეულს დიდი ნებისყოფა გვჭირდება . ყველაზე ხშირად ადამიანები დახმარებას სხვაგან ეძებენ.
ხსნა კი ჩვენშია.
პირველ რიგში ყველაფერი იწყება ცნობიერი ყურადღებით.
-შეცვალეთ რეაქცია თქვენს ჩვეულ ნეგატიურ მოქმედებებზე;
-შეგნებულად შეარჩიეთ პოზიტიური დამოკიდებულება;
-დაინახეთ სილამაზე ყველაფერში;
-გიყვარდეთ მოლოდინის გარეშე;
– ამავე დროს ნუ შეურაცხყოფთ მათ, ვისაც უყვარხართ;
დაიმახსოვრეთ
თუ ადამიანების მიმართ ქცევის ცუდი ჩვევები გაქვთ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ეს თქვენს ენერგიაზეც უარყოფითად იმოქმედებს… ჩვენს ირგვლივ აბსოლუტურად ყველაფერი ენერგიაა, ამიტომაც არის აუცილებელი ვისწავლოთ სწორი დამოკიდებულება ადამიანების, საგნების, საკუთარი თავისა და მთლიანად სამყაროს მიმართ. რადგან, – “თუ თავს მომართავთ იმ რეალობის სიხშირეზე, რომლის შექმნაც გინდათ, მიიღებთ სწორედ იმას რაზეც მომართულია თქვენი სიხშირე.“
ევგენია დრონი
💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕