39
თუ თქვენ დალევა გიყვართ მეცნიერების ეს დასკვნა ალბათ გაგახარებთ. სასმელისგან გამოწვეული უარყოფითი ეფექტის განეიტრალება შესაძლებელია. შოტლანდიელი და ინგლისელი მეცნიერების განმარტებით, თუ ადამიანი რეგულარულად ვარჯიშობს მისი ორგანიზმი იმ დაავადებებისკენ ნაკლებად მიდრეკილია, რომლებსაც სასმელი იწვევს.
მეცნიერებმა კვლება 36 370 ადამიანზე ჩაატარეს და ყველა მათგანი 40 წელს ზემოთ იყო. 10 წლის დაკვირვებამ აჩვენა, რომ უმრავლესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც სასმელთან დაკავშირებული დაავადებებით დაიღუპნენ არ იყვნენ ფიზიკურად აქტიურები.
რასაკვირველია ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ბევრი ვივარჯიშოთ და ბევრი დავლიოთ. მეცნიერების დასკვნით კვირაში სასმელის მაქსიმუმი ქალებისთვის 8, მამაკაცებისთვის კი 12 ჭიქაა.