fbpx

როგორ მოვემზადოთ და შევხვდეთ ზამთრის მზებუდობის დღესასწაულს

ავტორი ჟოლო
1.7K ნახვა

ზამთრის მზებუდობა ძველი საუკუნეების ერთ-ერთი უძლიერესი დღესასწაულია, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ყოველწლიურად აღინიშნებოდა. ძველად ამ დღესასწაულს წმინდა და მისტიკური ხასიათი ჰქონდა და რიტუალებით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი ასეთი რიტუალი განწმენდა იყო. ავი სულების განსადევნად უზარმაზარ კოცონს ანთებდნენ და წლის ყველაზე გრძელი ღამე ნათელ და მხიარულ ღამედ იქცეოდა. ( ცეცხლით განწმენდის რიტუალი ქართველებსაც გვაქვს, ჭიაკოკონობა, რომელიც უძველესია და წინათ წელიწადის სხვადასხვა დღეს აღინიშნებოდა)

21-დან 22 დეკემბრამდე ღამე ყველაზე გრძელია. ზამთრის დღეები კი მოკლე და ცივი. ზამთრის მზებუდობის შემდეგ დღეები თანდათან იწყებენ ზრდას, ღამე კი იკლებს.

მზებუდობიდან დაახლოებით 3 დღით ადრე და მის შემდეგ დედამიწა იღებს შემოქმედებითი ენერგიის უზარმაზარ ნაკადს. ეს არის გარდამავალი მაგიური, წმინდა დრო და კარგია სულიერი პრაქტიკებისთვის.

ზამთრის მზებუდობა, ეს სიბნელედან სინათლეზე გადასვლაა. როგორც ძველად ამბობდნენ – წლის გარდამტეხი მომენტი, რომელშიც თქვენ ბედის უკეთესობისკენ”გადახრა” შეგიძლიათ.

ბედი, რომ უკეთესობისკენ “გადაიხაროს” , ძველი სივრცის გაწმენდა მოგიწევთ, ეს ამ დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. გათავისუფლდით იმისგან რაც დადებითი ენერგიით არ გავსებთ და მხოლოდ და მხოლოდ ადგილს იკავებს თქვენს ცხოვრებაში.

გაწმინდეთ ცხოვრება ზედმეტი ლაქებისგან, ზედმეტი ნივთებისგან, ფიქრებისგან, გაისტუმრეთ ვალები,(მცირედი მაინც, ეს ერთგვარი ბიძგი იქნება, რომ შემდგომ დიდი ვალი დაფაროთ) დაემშვიდობეთ “ზედმეტ” ადამიანებს, მაგრამ არა წყენით, არამედ მადლიერებით გაუშვით.

მადლობა გადაუხადეთ მათ, ვინც წელს თქვენი მხარდამჭერი იყო, გვერდში გედგათ, სიხარულით და ენერგიით გავსებდათ. მადლიერებას თუ საჩუქრითაც დააგვირგვინებთ კარგია.

ასე რომ დღეიდან ვაწყობთ დიიდ დასუფთავებას 👇

☀️ დაალაგეთ და დაასუფთავეთ სახლი, მანქანა, ის ადგილები სადაც დიდ დროს ატარებთ. არ გამოგრჩეთ საკუჭნაოები, სარდაფები, აივნები…

☀️ გააჩუქეთ ან გადაყარეთ ზედმეტი.

☀️ იგივე უნდა გაკეთდეს ინფორმაციულ დონეზე – მოაწესრიგეთ კომპიუტერი, წაშალეთ არასაჭირო მიმოწერები.

☀️ გაუშვით უკმაყოფილება, სიბრაზე, დაუცველობის შეგრძნება…

☀️ აუცილებლად დაანთეთ სანთლები და ენერგეტიკულად გაწმინდეთ სახლი

ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ სიახლე შემოვიდეს ცხოვრებაში. ☀

აღივსეთ ნდობით და მიიღეთ მადლი სამყაროსგან 👇

იარეთ სუფთა ფიქრებით, – არ გაბრაზდეთ, არ გაჭოროთ, არ აკრიტიკოთ. აკეთეთ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე, გულით უსურვეთ ადამიანებს ბედნიერება, რომ სიკეთით და სინათლით გაგიღოთ მზებუდობის დღესასწაულმა ახალი წლის კარი.

ჩვენი სამყარო დამოკიდებულია მზის ნათებაზე. თუ არ მოგწონთ სიბნელეში ყოფნა, შემოუშვით თქვენში სინათლე –  იზეიმეთ ზამთრის მზებუდობა!

მითი მზის ღმერთზე 👇

წლის ყველაზე გრძელ ღამეს, მზის ღმერთი ქვესკნელში ჩადის და იქ კვდება, შემდეგ კვლავ იბადება. ზამთრის მზებუდობის დღესასწაული არის სიკვდილისა და აღდგომის დღესასწაული. ეს არის გარდამავალი წერტილი ძველი ცხოვრებიდან ახლისკენ. ეს არის სიცოცხლის სიხარული.

სწორედ ასეთ გარდამავალ პერიოდებში, როდესაც მთელი ბუნება ყველაზე ძლიერ გარდაქმნას ექვემდებარება , ადამიანს, როგორც სამყაროს ნაწილს, ბევრი სარგებლის მიღება შეუძლია.

მზებუდობის შემდეგ 👇

მზებუდობის შემდეგ აუცილებლად დაგეგმეთ თუ რისი მიღწევა გსურთ მომავალ წელს. სწორად დაისახეთ მიზნები, გულწრფელი იყავით საკუთარ თავთან.  მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გეგმები იყოს კონკრეტული და დეტალური, შეიცავდეს გარკვეულ ნაბიჯებს მიზნის მისაღწევად.

თუ მომავალი წლისთვის გეგმავთ პროექტებს, მაშინ გაწერეთ ის ფინანსური გეგმით და მისაღწევი მკაფიო ნაბიჯებით. აუცილებელია დაინახოთ და შეიგრძნოთ ის, რისი მიღწევაც გინდათ.

წარმატებულ დღეებს და ბედნიერ წელს გისურვებთ ☀️

მოამზადა დეამ თავბერიძემ

შეხვდით ახალ წელს განახლებული ენერგიით  

მსგავსი სტატიები

Leave a Comment