“მთავარია გააკეთო გულით, სიყვარულით, გააკეთო სუფთად და არ მოატყუო მომხმარებელი” – ეს 22 წლის ბექას სიტყვებია, რომელიც ახალ ბიზნესს დაუდო საფუძვლად. აი, ასე კეთდება ჩემი კახური ჩურჩხელები, ამიტომაც აქვს ასეთი დიდი გამოხმაურებაო, – ამბობს და ღიმილით “სქროლავს” კომენტარებს.
სოციალურ ქსელში “ჩურჩხელას” გვერდზე რეკომენდაციები არ წყდება: “უგემრიელესია”, “ასეთი გემრიელობა ჯერ არ მიჭამია”, “მადლობა კარგი მომსახურებისთვის და გემრიელი ჩურჩხელებისთვის”…
ჩურჩხელის ბიზნესი სულ ახალი წამოწყებული აქვს, მაგრამ ეს შემფასებელს ხელს არ უშლის. გვერდს ყოველ დღე ახალ-ახალი კომენტარი ემატება, კმაყოფილი მომხმარებლის რიცხვიც დღითიდღე იზრდება და იმათიც, ვინც სადეგუსტაციო რიგში დგანან.
ჩურჩხელა, თავად ბექასაც სიგიჟემდე უყვარს. ერთხელაც, სოფელში ყოფნისას გადაწყვიტა ეს მისი საყვარელი ნუგბარი შემოსავლის წყაროდ ექცია და ნატურალური ბადაგით დამზადებული ჩურჩხელით გამასპინძლებოდა მსურველს.
ასე აქცია ბიზნესად ის საქმე, რომელიც ძალიან უყვარდა და ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. ჩურჩხელას ბავშვობიდან მოყოლებული ბებოსთან ერთად სიყვარულით აკეთებდა. ამჯერადაც ამ საქმეში კარგად გამოცდილი ბებია დაიხმარა, მისი რჩევა-დარიგებები გაითვალისწინა და შედეგმაც არ დააყოვნა.
როგორც ბექა ამბობს ყველა ჩურჩხელა არის “სახლური”, არაიდეალური ფორმებით, მაგრამ ნატურალური, საკუთარ ვენახში მოყვანილი რქაწითელის ბადაგით და სიყვარულით გაკეთებული. ვინც ნამდვილი ჩურჩხელის გემო იცის, როცა დააგემოვნებს მიხვდება რასაც ვამბობო.
სხვა რა დავამატოთ?
წარმატებებს ვუსურვებთ ახალგაზრდა და მონდომებულ ბიჭს თავის ახალ წამოწყებაში
თქვენ კი გირჩევთ აუცილებლად დააგემოვნოთ
ნატურალური ბადაგით დამზადებული ბექას კახური ჩურჩხელები
511 13 13 53