„არ მისცეთ საკუთარ გონებას იმის უფლება, რომ როგორც ქარიან ამინდში ფოთოლი ისე ირხეოდეს. იმუშავეთ საკუთარ თავზე და აიძულეთ საკუთარი გონება, რაც შეიძლება ხშირად იყოს კონცენტრირებული.
თუ აკეთებთ რაიმე საქმეს, ნუ იფიქრებთ სხვა რამეზე… იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რასაც აკეთებთ. სიარულის დროს დაითვალეთ ნაბიჯები. ეს ადვილი არ არის, მაგრამ გონება მიხვდება, რომ თქვენ აკონტროლებთ მას და არა პირიქით. ბოლოს და ბოლოს თქვენი გონება გახდება მშვიდი და ის დაემსგავსება სანთლის ალს, რომელიც სახლის კუთხეში ანთია, სადაც ორპირი ქარი არ არის.
თქვენი გონება კუნთს უნდა ჰგავდეს. თავიდან ვარჯიში სჭირდება, ხოლო შემდეგ წინ უნდა უბიძგოთ, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს. ეს თავიდან შესაძლოა, არც თუ სასიამოვნო იყოს, თუმცა მომავალში ”გავარჯიშებული” ტვინი უფრო მეტ სიკეთეს მოიტანს.
როდესაც თქვენს ტვინში ნეგატიური აზრი გაჩნდება, მომენტალურად შეცვალეთ პოზიტიურით. შეეცადეთ, პოზიტიური ყოველთვის დომინირებდეს ნეგატიურზე და თქვენი გონება კარგისკენ და სიკეთისკენ იყოს მომართული.
გათავისუფლდით ყველანაირი ნეგატიური აზრისგან და გახდით პოზიტიურად მოაზროვნე“!
რობინ შარმა