fbpx

„სამი დღეა“ – სიმღერა, ალეკო ბეგალიშვილის შესრულებით

ავტორი ჟოლო
65 ნახვა

როგორც „ჟოლოსთვის“ გახდა ცნობილი „ჩემი ცოლის დაქალების“ პოპულარულ გმირს დუდუს, რეალურ ცხოვრებაში ერთი დიდი გატაცება აქვს, გიტარისა და სიმღერის გარეშე არსებობა არ შეუძლია. დუდუს როლის შემსრულებელი მუსკომედიის მსახიობი ალეკო ბეგალიშვილი, თურმე მსახიობობაზე მეტად მუსიკოსობაზე ოცნებობდა. უკრავდა ჯგუფში, ბიჭებთან ერთად წერდა სიმღერებს და ყველგან გიტარით დადიოდა…

ალეკო ბეგალიშვილი:  ადრე “ბითლზებით” ვიყავი გატაცებული და ბიჭებს ჯგუფიც გვქონდა. ვუკრავდით. მერე ყველა თავის პროფესიას გაჰყვა. ის ყველაფერი უფრო გატაცება იყო. ისე, გიტარას ახლაც ვაჩხაკუნებთ. თეატრში რაღაც ჯგუფივით გვაქვს და თავისუფალ დროს ვუკრავთ ხოლმე. საერთოდ კი მუსიკა ოჯახიდანაც მომყვება, ჩვენთან ყველა მღეროდა…

-დუდუსაც, ხომ არ ამღერებს შემდეგ სერიებში სცენარისტი?

– არა მგონია, რა უნდა დუდუსთან სიმღერას, დუდუ სულ სხვა ტიპაჟია.

 

 

[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=bdXaodvLSd8″]

მსგავსი სტატიები

Leave a Comment