კატრინა ბადურაშვილი, ვარლამ ჩარკვიანი, სალომე კაპანაძე, ია მერკვილაძე, მზექალა გოგოჭური, ლალი შიუკაშვილი, გოჩა აბულაძე, ბადრი გოგოლაძე, რობერტ სტონი … სწორედ მათ ნამუშევრებს ძალიან მალე ერთ-ერთ პრესტიჟულ და ისტორიულ გალერეაში მანჰეტენზე იხილავენ.
ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეების ამერიკაში გამოფენა ქართველი არტ-კურატორის მარიტა დამენიას დამსახურებაა, რომელიც 2016 წლიდან ამერიკულ არტფრომოუშენ კომპანიას Madatart – ს უდგას სათავეში, მისი ინიციატივითა და ორგანიზებით დღემდე ნიუ იორკსა და მაიმიში 30 -ზე მეტი გამოფენა ჩატარდა და 200-ზე მეტი ქართველი ხელოვანის ნამუშევარი გამოიფინა.
მარიტა დამენია: ამჯერად გამოფენას 23-28 მაისს ჩელსიში მდებარე Landmark Arts Building-ი უმასპინძლებს, სადაც ოცამდე პოპულარული გალერეა და სახელოვნებო ორგანიზაციაა განთავსებული. გამოფენის Opening night 25 მაისს არის, დანარჩენ დღეებში მსურველებს 11-დან საღამოს 6 სთ-მდე შეუძლიათ გამოფენის დათვალიერება. მანჰეტენის ცნობილ გალერეებში გამოფენით ქართველ ხელოვანებს სერიოზულ ბიოგრაფიას ვუქმნით, რაც მათი წარმატებისთვის ერთ-ერთი წინა პირობაა. ბედნიერი და ამაყი ვარ იმით, რომ ამ გამოფენებით ბევრის გაბედნიერება შევძელი და სამომავლოდაც Madatart-ი ბევრს მოუტანს წარმატებას.

