fbpx

„ჩემი სახლის კარი ღიაა ნებისმიერი თქვენთაგანისთვის“- მიმართვა ფლორიდაში მცხოვრებ ქართველებს

ავტორი ჟოლო
54 ნახვა

ზვიად ზივზივაძე ფლორიდაში მცხოვრებ ქართველებს მომაკვდინებელი ქარიშხლის შესახებ აფრთხილებს და მათ  საკუთარ სახლში დროებით  ცხოვრებას სთავაზობს. კეთილი ქართველი განცხადებას სოციალურ ქსელში ანთავსებს.

ზვიად ზივზივაძე: ქარიშხალი #Irma არის ერთ ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ფლორიდის ისტორიაში. შტატის სამხრეთით გამოცხადებულია სრული ევაკუაცია. წყლის დონე აიწევს 10f ანუ 3 მეტრზე მეტით, გაითიშება ელექტრო ენერგია რამოდენიმე კვირით. მთავრობის მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამაშველო სამსახური ვერ შეძლებს ხალხის დახმარებას.
მე მივმართავ ჩვენ თანამემამულეებს ვინც ცხოვრობს ფლორიდაში. მაქვს სახლი PA შტაში კერძოდ pocono_ში სადაც შეიძლება განთავსდეს რამოდენიმე ოჯახი 24 ადამიანი ოდენობით. არის სრული საცხოვრებელი პირობები. ჩემი სახლის კარი ღიაა ნებისმიერი თქვენთაგანისთვის სრულიად უსასყიდლოდ.
გთხოვთ ნუ დაელოდებით ბოლო წუთებს და #Evacuate

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment