„მაგინეთ თქვენი …. !!!“ – ასე ასრულრბს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს, საქართველო – საფრანგეთის თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი.
სულა სულაშვილი: „საქართველოში შეუძლებელია პოლიტიკოსობა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არსებობს პოლიტიკური კულტურა. საქართველოსთვის პოლიტიკაა შანტაჟი, ავანტურიზმი, სიცრუე, ღალატი და საკუთარი ქვეყნით ვაჭრობა.
საქართველოსთვის პოლიტიკაა იაფასიანი ლოზუნგები, რომელიც ბრბოდ ქცეული ელექტორატისთვის არასოდეს ხუნდება.
მათთვის მთვარია უთხრა, რომ “გაჭმევ”, რადგან არ უჩნდებათ კითხვა “რას, როგორ და სიდან”? ამიტომაც ჭამენ გაუთავებელ ბოღმას, შურს, შეუარცხყოფას, ცინიზმს და გულმოდგინედ ითვლიან საკუთარ რჩეულთა საბანკო ანგარიშებს, რომელზეც მათი პირიდან გამოცლილი ლუკმა მილიონებში მრგვალდება.
ეს არის ქვეყანა, რომელმაც საკუთარი განვითარება წერა-კითხვის გავრცელებით უნდა დაიწყოს, რადგან ორატორის მსჭერმეტყველებას, საგანგებოდ დაყენებულ ხმას და ემოციებს კი არა, კონცეფციებს და სტრატეგიულად გათვლილ პროექტებს ანდოს პირადი მომავალი.
შეუძლებელია მოსახლეობას ყოველ არჩვენებზე პირდებოდე დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და არ გთხოვდნენ სამოქმედო გეგმას. პირდებოდე ეკონომიკურ სოციალურ განვითარებას და არ აინტერსებდეთ პროგრამა მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი.
და დღეს, რომც გამოჩნდეს ყოველივე ამის მომცემი, მომწოდებელი პოლიტიკოსი, მისი რეიტინგი მინიმალურ ზღვარს ვერ ასცდება, მხოლოდ ომიტომ, რომ ელექტორატის 70%-ი წერა-კითხვის უცოდინარია და არ შეუძლია მარტივი, რამდენიმე სიტყვიანი ლოზუნგის იქით აზრის გამოტანა.
პ.ს.მაგინეთ თქვენი ………..!!!“