fbpx

„ჩემო ლიკა მაპატიე… ყველას აპატიე… საქართველოს აპატიე“…

ავტორი ჟოლო
52 ნახვა

ლევან უჩანეიშვილის ემოციური წერილი 

„ჩემო ლიკა მაპატიე… ყველას აპატიე… საქართველოს აპატიე… ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ, მიგატოვეთ!

გვაპატიე, რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, შენს საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ!

შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ , არავინ არ ყოფილა. შენი სილამაზის ღირსი საქართველოც კი არ ყოფილა! შენი ცხოვრებაც ტრაგიკული ფილმივით ყოფილა!…

გვაპატიე! რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება სამწუხაროდ არ ასრულდა…

გვაპატიე! რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა…

გვაპატიე!

ჩემი ბრალიც არი!

ყველას ბრალი არი!

საქართველოს ბრალი არი!

გვაპატიე, რომ მე , ყველას, საქართველოს უთხარი უარი… დაგვიტოვე დარდი, სევდა, ცრემლ, სიცივე და ქარი… ყველასათვის ჩარაზული კარი….

ჩემო ლიკა, მაპატიე…

ყველას აპატიე

საქართველოს აპატიე…

შეხვედრამდე.”

 

[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=oVIyp_hVg9Q&feature=share”]

 

წყარო: facebook

ია ფარულავა

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment