გაქცევა საკუთარი თავიდან.
ადამიანს, რომელსაც განსხვავებული აზრი აღიზიანებს, ან ანერვიულებს, არასრულფასოვნების კომპლექსი და აზროვნების პრობლემა აქვს.
არიან შემთხვევითი ადამიანები, რომლებსაც გარკვეული დროით უმართლებთ, ზენიტში აღმოჩნდებიან და გონიათ სულ ასე იქნებიან. ასეთი ადამიანები უგნურები არიან, მერე მთელი ცხოვრება ნანობენ და იტანჯებიან.
ცრუ, მოჩვენებითი სიმტკიცე, შემტევი ხასიათი და მდიდარი ფანტაზია. სინამდვილეში ეჭვიანი, დამახინჯებული აზროვნება და ლიდერი, მტკიცებით ფორმაში.
სიამოვნებს როცა მისი ეშინიათ. მუდმივად მზად არის შეტევა განახორციელოს.
ღრმა კომპლექსისგან დაეკარგა კონტროლი, ურცხვი გახდა და გათამამდა. კეთილის მსურველიც კი არ ყავს, რომ უთხრას, ან მიანიშნოს. რომც გამოჩნდეს და უთხრას ვერ მიხვდება.
სხარტი გონება აქვს მომართული, რათა გაჩვენოს თავის თამამი ქცევებით, რომ ის ლიდერია და მის გარეშე საქმე ვერ კეთდება. იდეების ქურდია.
ადამიანს, ვისაც ლიდერობის არაჯანსაღი ამბიცია აქვს, მას სკანდალის და შანტაჟის მეშვეობით გამოსდის საქმე. ის უხამსია, ღირსება აყრილი და არასანდო.
არის ადამიანის კატეგორია, ვინც ფლობს ნიჭს, ნიჭიერად მოგაწოდოს საკუთარი თავი, ზეწოლით, დაბალი ღობის პრინციპით, ისარგებლოს ადამიანის კეთილშობილებით და თავმდაბლობით. ასეთი ადამიანი საშიშია, მაგრამ ადვილად დასამარცხებელი. ეს არის ადამიანი, კატეგორია – თაღლითი.
არ იცის, ვერ ხვდება რა ქნას.
ერთი წამითაც არ ეპარება ეჭვი, რომ თაღლითია. ჯერა თავისი ფანტაზიის. ილუზიაშია, რომ პატივს სცემენ და უყვართ. ოღოდ რატომ ,,უყვართ” ეს არ იცის.
არაჯანსაღად ამბიციური ადამიანი შეუმჩნეველი არ რჩება. უბრალოდ მისი ეშინიათ და არ ებრძვიან. თუმცა იციან და გაშიფრული ყავთ.
გაუცნობიერებული შური.
წაიკითხე, დამეთანხმე რასაც ვწერ, მაგრამ ვერ მიხვდი, რომ შურიანი და უკეთური ხარ. პირიქით, გგონია კეთილი ხარ და შენს სიკეთეს ვერ ხედავენ.
საშიში სენია, როცა ფანტაზიები შეგიპყრობს, როცა გგონია განსაკუთრებული ხარ და ამიტომ შენს ირგვლივ უნდა იტრიალებს ყველამ.
ცრუ ამბიცია, ცრუ მოლოდინი, ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. ბოლოს აუცილებლად აღმოჩნდება, რომ სულელია, ბრმა და ყრუ. მერე გაქცევა საკუთარი თავიდან…
გიორგი ჯაჯანიძე
