„ჯადოქარი“, მაგნო შავდიას მას შემდეგ უწოდეს, როცა თბილისში სიცილის კარნავალი დააფუძნა და სიცილის თერაპია მთლიანად თბილისს მოუწყო. ამჯერად ის კვლავ თბილისშია და პოზიტიურ განწყობაზე დადგომის მსურველებს შაბათ-კვირას სიცილის ტრენინგზე იწვევს.
აქ ნამდვილად დაიბრუნებთ ბავშვურ მხიარულებასა და სიცილის უნარს. ტრენინგი გარკვეული სუნთქვითი და ფსიქოლოგიური ვარჯიშებისგან შედგება.
„15 წუთიანი სიცილი, გულისათვის იგივეა, რაც 15 წუთიანი ვარჯიში ფიტნეს ცენტრში“ – ამბობს მაგნო.
მაგნო შავდია: „სიცილი ამცირებს სტრესის ჰორმონებს, არის უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. აძლიერებს იმუნიტეტს. სიცილი კარგია გონებრივი და ემოციური დისბალანსის დროს. ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის ტვინს სჭირდება 25% მეტი ჟანგბადი ვიდრე ნებისმიერ სხვა ორგანოს. სიცილი აძლიერებს ტვინისადმი ჟანგბადის მიწოდებას, რის შედეგადაც გამჭრიახობა იზრდება 10%-ით. სიცილის თერაპიის კურსებს უცხოეთში ისეთსავე აუცილებლობად მიიჩნევენ, როგორც საუზმეს, სადილსა თუ ვახშამს. მოდი, გულიანად ვიცინოთ და თქვენც დარწმუნდებით სიცილის ძალაში!“
ტრენინგი ჩატარდება 18-19 ივლისს, 12 სთ-ზე ჩიტაძის N 11, 598345553. 598379922
ტრენინგამდე კი მაგნოს ჯადოქრობას 17 ივლისს, არტ კაფე startup-ში ეზიარებით. საგულისხმოა ის ფაქტი რომ ყოველ ორშაბათს startup – ი სიცილის კაფედ გადაიქცევა.