fbpx

„სურვილი უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ იმის გაკეთება შეგაძლებინოს, რაც გეზარება, “არ შეგიძლია”, “არ გამოგდის”

ავტორი ჟოლო
105 ნახვა

…ადაიანები მთელი ცხორება ვეძებთ “ყველაზე მოკლე” გზას, ყველაზე დიადი მიზნების განსახორციელებლად….
…პატარა ლოცვა გვინდა წავიკითხოთ- რაც შეიძლება პატარა , მაგრამ ძლიერი – ან ერთი რაიმე მარტივი “მადლი” ან ქმედება განვახორციელოთ, რომ გადახდილი იყოს ბიზნეს კლასით მგზავრობა დედამიწა- სამოთხე…🙂))
…რა , არა?:)

უამრავჯერ მსმენია, როცა ამბობენ – 7 ნათლული მინდა მაყვადეს ან ბრწყინვალე შვიდეულში უნდა გარდავიცვალოვო…..
ცხონების მარტივი გზა:))))))
ხა ხა ხა….

ხოდა
გლობალურს გადავწვდი, მაგრამ შთამაგონა ფრაზამ -“ერთხელ და სამუდამოდ როგორ გავხდე წარმატებული?”
🙂)))
უნდა გაგაწბილოთ, ყველა ვისაც ერთხელ და სამუდამოდ გინდათ რაიმეს მიღება, რადგან….

ყველაფერი ის რაც მნიშვნელოვანია ჩვენს ცხოვრებაში, პროცესია და არა საბოლოო წერტილი….და სანამ ამ პროცესში არ დაიხარჯები, განილევი და თავიდან არ აღსდგები – არაფერი გამოდის….

სურვილი უნდა იყოს იმდენად დიდი, რომ იმის გაკეთება შეგაძლებინოს, რაც გეზარება, “არ შეგიძლია”, “არ გამოგდის”….

ერთხელ, ორჯერ, ცხრაჯერ, ასჯერ……
ეს გამოცდაა – თავმოყვარეობის გამოცდა…
შუა გზაში დაყრი ფარ-ხმალს?- კარგად იყავი…..წარმატება რჩეულთა ხვედრია…

რჩეული ხარ?
ძალიან მაგარია, რომ ასე ფიქრობ – მაშინ “საკეთებელი ” ხელიდან ვერ უნდა გაგაგდებინონ, სამან იქამდე არ მიიყვან, სადამდეც დაგეგმე….

კერძოდ რაზე ვსაუბრობ?
ჯანმრთელობაზე, პირად ბედნიერებაზე, ფულზე, წონის დაკლებაზე, ლამაზი სხეულის ქონაზე, წარმატებაზე და ყველაფერ იმაზე რაც გინდათ და “ნდომა” გაგეწელათ…

რაც უფრო მალე მიიღებ გადაწყვეტილებას არ გაჩერდე სანამ შედეგი არ დადგება, მით უფრო მალე დადგება შედეგი:)

წარმატების შანსი რამდენად გაქვს?
ზუსტად იმდენად რამდენადაც “გასვანება” შეგიძლია:)

ხათუნა მუზაშვილი,ფსიქოლოგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment