ერთხელ მოხუცი უინსტონ ჩერჩილი უნივესიტეტში, გამოსაშვებ ჯგუფთან შეხვედრაზე მიიწვიეს და სიტყვით გამოსვლა სთხოვეს, რათა გზა დაელოცა ბრიტანეთის მომავალი თაობისთვის.
ეს გახდა ღირსშესანიშნავი დღე. შორიდან მოდიოდა და იკრიბებოდა ხალხი, უნდოდათ თავალი მოეკრათ და ყური დაეგდოთ ცოცხალი ლეგენდისთვის, ინგლისის სიამაყისთვის.
ითქვა, რომ ის უნდა გამოსულიყო მნიშვნელოვანი სიტყვით, სადაც იქნებოდა თავმოყრილი მთელი მისი ცხოვრებისეული სიბრძნე.
უნივერსიტეტის ყველაზე დიდ დარაზში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი, განაბულნი ელოდებოდნენ ჩერჩილის სიტყვას.
ჩერჩილიც მიუახლოვდა მიკროფონს და მოულოდნელად დაიყვირა: „არასოდეს არ დანებდეთ“! შემდეგ გაჩუმდა, თითქმის 30 წამი გაგრძელდა სიჩუმე. ის იდგა მიკროფონთან და მშვიდად ათვალიერებდა გაოგნებულ სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას.
შემდეგ გადაიხარა მიკროფინისკენ და უფრო ხმამაღლა დაიძახა: „არასოდეს არ დანებდეთ!“ ისევ შეავლო თვალი დამსწრე საზოგადოებას და ბოლოჯერ, მთელი ძალით შეჰყვირა: „არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!“… მას მეტი არაფერი უთქვამს. გაეშურა გასასვლელისკენ და ასე გაოგნებული დატოვა დარბაზში მყოფნი.
ჩერჩილს არ სურდა ეთქვა სხვა რამ, რადგან იმ წამს არაფერი მიაჩნდა იმაზე მნიშვნელოვნად, – „ არ დანებდე“ ხომ მისი ცხოვრების დევიზი იყო.