მაპატიე, რომ შენობით მოგმართავ
არ ვიცი, შეიძლება დილის ოთხ საათზე ამას იმიტომ ვწერ, რომ სწორედ შენ ხარ ადრესატი.
– ვწუხვარ
– ბოდიში
– მადლობა
– მე შენ მიყვარხარ
უნდა გითხრა:
ყოველთვის, როდესაც ვიღაცა გაყენებს ტკივილს ან არ მოგწონს ვინმე… არ იჩქარო განრისხება. ტკივილი ან მიუღებელი მოვლენა სამყაროს პასუხია შენ თხოვნაზე.
ვიცი, ვიცი, განა, გააზრებულად გააკეთე ეს?
გაუთვითცნობიერებლად მოიზიდე, აი მაშინ როდესაც ოცნებებს, სურვილებს და მიზნებს აყალიბებდი.
ხშირად გეუბნებიან, არ იოცნებო, დაისჯები, ცოდვააო – განა იმიტომ, რომ ზემოდან ვინმე დაგსჯის… უბრალოდ, იმიტომ არ უნდა იოცნებო, რომ არ გეტკინოს, არ დაიტანჯო, ხელახლა არ დაიბადო… არა და , ოოო … სიახლის, როგორი ძლიერი კატალიზატოროა ეს ყველაფრი!!!
ვიცი, ახლა შენ ეს არ გესმის, იმიტომ, რომ გტკივა…
ტკივილი, ბრაზი – მხოლოდ და მხოლოდ ძაფზე გამობმულ თოჯინებს წარმოადგენენ, რომელსაც მართავ შენ…
„იყავი ფრთხილად სურვილების მიმართ“- ჩაგესმის მარადისობიდან.
როდესაც შენ გაქვს სურვილი, ოცნებობ და ისახვ მიზნს…
და როდესაც, მკაფიო სურათად დაჯდება, გამყარდება შენს გონებაში – სრულიად სამყაროში იწყება ცვლილებები ამ სურვილების განსახორციელებლად.
საჭირო მოვლენები სინქრონულად იწყებს განლაგებას.
რაღაცას დაკარგავ, რაღაცას შეიძენ…
შენი ცხოვრებიდან ვიღაცა წავა, მოგცილდება ხელის შემშლელი
სამაგიეროდ, გაიცნობ იმათ, ვინც ხელს შეგიწყობს, შემოუშვებ ახალს…
მოვა ტკივილიც, შეიძლება ჩუმ კივილამდეც….
რატომ ხდება ასე?
მიზნისაკენ სიარულს სჭირდებაა ძალა,
ძალას კი იძლევა ტკივილი და სიძნელეები.
საკვირველია?
როცა ოცნებობდი, მხოლოდ უკმაყოფილებას განიცდიდი მდგომარეობით, ამის გამოც გადაწყვიტე ცვლილებები…
ცვლილებები კი საფასურს ითხოვს…
მესმის, შენ ეს არ იცოდი…
– ახლა კი, შენ რა გინდა?
აირჩიე – უკან დაბრუნება თუ ოცნებების ასრულება?
– რა საკითხავია, ასრულდეს ოცნებები
მაშინ შეეგუე: ეს არის ის, რაც არ იყო…
აქვე დაიმახსოვრე: ეს არის ის, რაც უნდა დაიბადოს…
ახლის დაბადება ტკივილს უკავშირდება.
ღამეს მოჰყვება, დღე.
დაღმართს, აღმართი…
წყვდიადი უნდა გაქრეს, რომ ნათელი სრულიად მოეფინოს…
განზრახვით…
შენ…
მხოლოდ შენ,
ხელი დააჭირე იმ მექანიზმს, რომელმაც ჩართო ცვლილებები, რათა ხელახლა იშვა მასში.
ოცნების გზაზე, იზიდავ ტკივილსაც….
ამიტომ დაიმახსოვრე, სხვა ადამიანმის მიერ მოყენებული ტკივილი – გამოწვეულია შენით.
ის – თოჯინაა შენ ხელში…
ნუ განრისხდები მასზე, არამედ გულში წარმოთქვი:
– ვწუხვარ
– ბოდიში
– მადლობა
– მე შენ მიყვარხარ
ავტორი: თამარ კვარაცხელია