fbpx

„უნდა ვიყოთ ფხიზლად, მშობლებიც, მეგობრებიც და მასწავლებლებიც“…

ავტორი ჟოლო
66 ნახვა

„ერთ ჩვეულებრივ ვარჯიშზე დაახლოებით 15 წლის გოგონებმა შემომჩივლეს, რომ თავიანთ კლასელ ბიჭს ყოველ დღე სცემდნენ თანაკლასელი ბიჭები და ეს გოგონები ძალიან წუხდნენ რომ ვერაფრით ეხმარებოდნენ მას.

levanმე ხუმრობანარევი გულწრფელობით ვუთხარი, რომ გამოგაყოლებთ ჩემს 15 წლის მოსწავლეს, თ.ქ -ს და იმ დაჩაგრული ბიჭის დასაცავად მთელ კლასს ეს ერთი გაგილახავთთქო. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემი რომელიმე მოსწავლე, რომელსაც ერთი წელი მაინც უვლია ჩვენთან, ამდაგვარ სიტუაციაში აღმოჩნდეს – იყოს ან მოძალადე ან მსხვერპლი.

ზოგადად ჩაგვრა, ფიზიკურად სუსტი და ფსიქიკურად არაჯანსაღი ადამიანის თვითდამკვიდრებისა და საკუთარი თავის ძლიერად წარმოჩენის მანკიერი ფორმაა. ხოლო მსხვერპლი, აწ უკვე არასრულფასოვნებით დასნებოვნებული, როდესაც გააცნობიერებს ამ ყველაფერს, თვითონვე ეცდება უფრო სასტიკი ფორმით იძალადოს სხვაზე და გამოისყიდოს ან კომპენსაცია მოახდინოს თავისი დამცირებული სტატუსის.

როგორც ნათქვამია, ყველა მოახერხებს გადაახტეს ხეს, თუკი ეს ხე უკვე წაქცეულია. ამიტომ, თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ ფხიზლად, მშობლებიც, მეგობრებიც და მასწავლებლებიც. ნებისმიერი პროფილის პედაგოგი ვალდებულია ასეთ ფაქტზე თვალი არ დახუჭოს და იმუშაოს ორივე მხარესთან, განსაკუთრებით კრიზისულ ასაკში.
მანამ უნდა გამოჭედო რკინა სანამ ცხელია!“

ლევან როგავა,

საქართველოს საბრძოლო ხელოვნების ცენტრის პრეზიდენტი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment