fbpx

იდეალური ცხოვრება შენს ხელთაა…

ავტორი Ann
1.7K ნახვა

ნებისმიერი გადაწყვეტილება ცხოვრებაში ღირებულებებიდან მოდის. ჩვენ ვცხოვრობთ სწორედ ჩვენი ღირებულებების გათვალისწინებით, შესაბამისად ჩვენზევეა დამოკიდებული ის, თუ როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება. არასოდეს დაფიქრებულხართ ამაზე? მაშინ ახლა სწორედ ამის დროა.

ყველა ადამიანს სურს ჰქონდეს იდეალური ცხოვრება. ამისთვის ბევრი რამ სულაც არაა საჭირო. 3 ნაბიჯი და ყველაფერი იდეალურად იქნება:

 განსაზღვრე შენი ღირებულებები – უპირველესი ამოცანა იდეალური ცხოვრების მსურველთათვის სწორედ ესაა. თუ არ იცით რა არის თქვენთვის ღირებული, უბრალოდ დააკვირდით საკუთარ ემოციებს. შემდეგ დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: „რატომ?“ „რატომ მტკენს ეს გულს?“ „რატომ მანიჭებს ეს სიამოვნებას?“ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თქვენი ღირებულებების განსაზღვრამდე მიგიყვანთ.

იმოქმედე სურვილის შესაბამისად – სურვილი ერთია, მოქმედება მეორე. მას შემდეგ, რაც გაარკვევ რა არის შენთვის ღირებული საჭიროა გადახვიდე მოქმედებაზე, გააკეთო ის, რაც გსურს.

 უთხარი „არა“ ხელისშემშლელ ფაქტორებს – ყველაფერი, რაც ხელს გიშლით, გაშორებთ მიზანს, ამიტომ მოიშორეთ ისინი. არასოდეს თქვათ უარი პიროვნულ ზრდასა და განვითარებაზე, იყავით კრეატიული და მონდომებული და თქვენი ცხოვრება იდეალური იქნება.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment