fbpx

“დედამიწა მიზიდულობის კანონით მუშაობს და ეს კარგად უნდა გვესმოდეს”…

ავტორი დეა თავბერიძე
1.5K ნახვა

“როცა შენი წარმატების მოდელს ქმნი და ამაზე ხშირად, მიზანმიმართულად ფიქრობ, მიზიდულობის კანონი მოქმედებს და შენს გზაზე ჩნდებიან ახალი ადამიანები, ახალი საგნები, მოვლენები, რომლებიც ამაში გეხმარებიან” – ამბობს “კერიას” ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი ბერულავა და თავის ბიზნესგამოცდილებას გვიზიარებს.

– პირადად თქვენი წარმატების ფორმულა რა არის?

ქეთი ბერულავა: ასე ჩამოყალიბებულად ძნელია ამაზე საუბარი, თავიდან დაიწყო საჭიროებით. ვაკეთებდი საქმეს იმისთვის, რომ ფინანსური შემოსავალი მქონოდა, რომ გადავრჩენილიყავი. მერე დავიწყე ისეთი საქმის კეთება, რომელიც ძალიან მიყვარდა. არ ვზოგავდი არც დროს, არც ენერგიას, არასოდეს არ მიფიქრია, რომ ცალკე საქმეა და ცალკე მე. საქმე ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრება, ყოველი ადამიანი ვინც კი ჩვენთან მუშაობს მთელი დღის მანძილზე ჩემს ფიქრებშია… კერია ერთი დიდი ოჯახია, თანამშრომლების 50%  2005 წლიდანაა ჩვენთან.

ყოველთვის მართალი და ამაყი ვიყავი და ვარ იმით რასაც ვაკეთებ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იმ საქმით, რომელსაც აკეთებ ამაყი არ ხარ, არ გამოგივა.

– ანუ ესეც წარმატების მთავარი პირობაა?

– ბევრი მთავარი პირობაა. პირველ რიგში მთავარია სურვილი, რომ იყო წარმატებული. ეს ძალიან უნდა გინდოდეს. მერე ამისთვის შრომაა საჭირო, ზოგისთვის ფიზიკური, ზოგისთვის გონებრივი, სულიერი.

ზუსტად უნდა იცოდე რას ნიშნავს შენთვის წარმატება. რადგან ჩემთვის წარმატება სხვაა, თქვენთვის სხვა და ვიღაცისთვის სხვა. როცა შენი წარმატების მოდელს ქმნი და ამაზე ხშირად, მიზანმიმართულად ფიქრობ, მიზიდულობის კანონი მოქმედებს და შენს გზაზე ჩნდებიან ახალი ადამიანები, ახალი საგნები, მოვლენები, რომლებიც ამაში გეხმარებიან. ასევე  მნიშვნელოვანია ვისაწავლოთ სამყაროს მოსმენა და ბევრ რამეზე მივიღებთ პასუხს, სამყარო  ნიშნებით გველაპარაკება.

– იღბალი?

– იღბალს ადამიანი ქმნის. შენ თვითონ ქმნი შენს ცხოვრებას, – შენი ფიქრებით, შენი დამოკიდებულებით, შენი ქმედებით, რწმენით, სურვილით, გამოცდილებით, ცოდნით, რომელსაც წლების განმავლობაში აგროვებ… ისევ ვამბობ, – დედამიწა მიზიდულობის კანონით მუშაობს და ეს კარგად უნდა გვესმოდეს…

ვრცლად იხილეთ აქ https://jolo.ge/kerias-warmatebis-istoria-da-qetevan-berulavas/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment