fbpx

ქართველი მხატვრები და ახალგაზრდა დიპლომატები ევროპარლამენტში

ავტორი დეა თავბერიძე
83 ნახვა
0 კომენტარი
1

“მე ამ ნამუშევრებში გადმოვეცი ჩემი ემოცია, ჩემი ტკივილი მიმდინარე მოვლენებზე, ოკუპაციაზე, ჩემი ფუნჯით ვთქვი ჩემი სათქმელი” – ამბობს მხატვარი და ახალგაზრდა დიპლომატების პრეს-სამსახურის უფროსი თეა გუნთაიშვილი.

გამოფენა“ ჩვენი ხედვა ევროპას” ევროპარლამენტში გაიმართა და თეას ერთ-ერთი ნახატი „ევროპის სახლი” , რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს ევროპარლამენტარს გადაეცა საჩუქრად.

ჩვენც ძალიან მალე ევროპის ქოლგის ქვეშ გვინდა საქართველოს ნახვა” – აღნიშნა ქალბატონმა რასამ.

თეა გუნთაიშვილი: გამოფენილი მქონდა თემატურად შესრულებული 15 ნახატი. ამ ნამუშევრებს შორის არის ის  სამი ფერწერული ტილო , რომელიც მძაფრად გამოხატავს ჩემს ტკივილს ოკუპაციაზე:

„დამიბრუნე ჩემი აფხაზეთი“ , “შინდისის ველი,“ რომელიც ეძღვნება შინდისის გმირებს  და „ჩემი სიყვარული უკრაინელ ხალხს“.

ჩვენ მხატვრებმა გამოფენა მიუძღვენით ოკუპაციას ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს  უკრაინას და უკრაინის მოსახლეობას.

ღონისძიების ფარგლებში  საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების შეხვედრები შედგა ევროინსტიტუციებში, ევეროპარლამენტში ევროპარლამენტარ რომან შტრასესთან, ასევე დისკუსიები გაიმართა ევროპარლამენტის პოლიტიკურ მრჩევლებთან …

პროექტის ფარგლებში  გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი და რამდენიმე დელეგატს საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატის ტიტული გადაეცა.

დელეგატები იყვნენ ბელგიის პარლამენტში. დელეგატების ვიზიტი დასრულდა ევროკომისიაში ვიზიტით.

სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული უნიკალური ღვინო „ხაშმის საფერავი“.

ჩემთვის როგორც ახალგაზრდა დიპლომატების პრეს სამსახურის უფროსისითვის საამაყოა ის, რომ საქართველოს ნამდვილად ჰყავს  ნიჭიერი და მოტივირებული მომავალი თაობა, რომელსაც შეუძლია აშენოს ევროპული საქართველო.

გამოფენა“ ჩვენი ხედვა ევროპას’’ ა(ა)იპ “საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატებისა და ევროპული ალიანსი საქართველოსთვის  მიერ იყო ორგანიზებული.

ასევე მინდა აღვნიშნო მხატვარ ინგა ზეიკიძის ნამუშევრები, მინიატურული ფერწერული ტილოები, რომლებიც დატვირთული იყო ემოციით, სულ წარმოდგენილი ჰქონდა 20 ამდე ტილო.

ინგა ზეიკიძის ნამუშევრები

თეა გუნთაიშვილის ნამუშევრები

გაეცანით ასევე: „ანგელოზები შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში“ – თეა გუნთაიშვილი

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი