fbpx

“უნდა შევქმნა პარტია არა პოლიტიკური, არამედ ერთი დიდი ოჯახი, სადაც ადამიანობა და სისუფთავე იქნება!”

ავტორი ნინო გონგაძე
41 ნახვა

დინო გეთიაშვილი

კინორეჟისორი სცენარისტი ოპერატორი და პოეტი

“ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს”

-“ზოგჯერ მოუსმინეთ ჩემნაირ ხალხს, რომლებიც არც ერთ პარტიაში არ არიან და არც არავის უკანალს ლოკავენ. ხან ერთი პარტია მოითბობს ხელს, ხან მეორე, ხან მესამე და ხან მეოთხე. ხან ერთი მოვა სათავეში, მოიწყობს პირად ცხოვრებას და ხან მეორე და ასე ხდება ხოლმე, როდესაც დანაყრებული ხელისუფლება ადგილს უთმობს დამშეულ მომავალ ხელისუფალთ და მათაც მეტი რა დარჩენიათ… სანამ დრო აქვთ ისქელებენ ჯიბეებს. ყველა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს და ხალხი მხოლოდ მაშინ ახსოვს, როდესაც კვერცხი მოადგებთ – სად არიან მანამდე, როცა უამრავი პრობლემა თავს გვახვევია.

გადაშენდება ქართველობა და თქვენივე მომავალი იცხოვრებს წუმპეში – ჩვენ კი დავრჩებით ისეთებად, როგორებიც ვართ, რადგან ისტორია წარუშლელია. უნდა გრცხვენოდეთ თქვენი საქციელის. ხალხი მაშინ დაგაფასებთ, როდესაც მათთვის იცხოვრებთ. დღეს არც ხელოვანი ხალხი გინდათ, არც კულტურა, არც გლეხი და არც პატიოსანი. დღეს ან პარტიული უნდა იყო, ან ძალოვანის თანამშრომელი და ან კარგად განსწავლული თაღლითი, რომ გადარჩე. მე უნდა შევქმნა ეხლა პარტია “ხელოვნება გადაარჩენს სამყაროს” არა პოლიტიკური, არამედ ერთი დიდი ოჯახი, სადაც ადამიანობა და სისუფთავე იქნება.

ვისაც გინდათ, რომ გაწევრიანდეთ ხელოვანთა ოჯახში – კარი ნამდვილად ღიაა ყველა ხელოვანისთვის. მე მართლა მინდა, რომ სული ჩავუდგა ამ ჩანაფიქრს და რადგან ძალა ერთობაშია – ერთად დავდგეთ მეგობრებო და ერთ მუშტად შეკრულებს ვერავინ და ვერაფერი ვეღარ დაგვშლის.  დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ძალიან ბევრისთვის იქნება საინტერესო და საბოლოოდ მთელი საქართველოს ინტერესად იქცევა”

 

წყარო: Geo Media TV

მსგავსი სტატიები

Leave a Comment