fbpx

აყვავების 7 სულიერი კანონი

ავტორი ჟოლო
2.8K ნახვა

მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე აზრი რენდი გეიჯის წიგნიდან: “აყვავების 7 სულიერი კანონი”. რენდი გეიჯი, ეს არის ბიზნესმენი, ფსიქოლოგი და მწერალი, რომელიც აქტიურად იკვლევს ადამიანის ფსიქო-ფიზიკურ განვითარებას, არის უამრავი ბესტსელერის ავტორი და მულტიმილიონერი.

ის აცხადებს, რომ სულიერი საკითხები უნდა გამოიკვლიო სულიერებით.

გთავაზობთ ამონარიდებს მისი წიგნიდან: “აყვავების 7 სულიერი კანონი”.

დღეს უკვე სრული დარწმუნებით ვაცხადებ, რომ აყვავების კანონები – ეს სულიერი კანონებია. ისინი, ისევე როგორც გრავიტაციის კანონი, ძალიან რაციონალურად, ლოგიკურად და ზუსტად მოქმედებენ.

1. სიცარიელის კანონი

მზად იყავი, გაუშვა ის, რასაც ფლობ, რათა მიიღო ის, რაც გსურს. თუ ებღაუჭები რაიმე ნეგატიურს, ესეიგი შენს ცხოვრებაში პოზიტიურისთვის არ რჩება სივრცე.

რას ებღაუჭები დღემდე, რასაც სინამდვილეში უნდა გაუშვა ხელი?

შენ საკუთარი ნებით უნდა დაშორდე სტერეოტიპებს. თუ გააცნობიერებ, რომ სამყარო – ეს არის ერთი დიდი მადლი, მაშინ ამის გაკეთება გაცილებით ადვილი გახდება.

როდესაც ეშვები და შედიხარ გახსნილ, ორგანიზებულ სივრცეში, შენ ამით თავს გრძნობ მეტად ორგანულად და შემოქმედებითად. ამ პრინციპითვე შემოდის აყვავება შენი ცხოვრების ყველა სფეროში. თუ გსურს ახალი ფეხსაცმელები – მოიშორე ძველი. თუ გსურს ახალი ტანსაცმელი, გაასუფთავე კარადა და ძველი ნივთები უსახლკაროებს დაურიგე.

შემოუშვი მადლი საკუთარ ცნობიერში. გახსენი გონება აყვავებისთვის, შექმენი სიცარიელე მისთვის და შენ მოიპოვებ სასურველს.

2. ცირკულაციის კანონი 

სამყაროს არ შეუძლია არანაირი სიკეთის მოცემა შენთვის, სანამ არ მიხვდები, თუ რას აძლევ მას შენ. იფიქრე აყვავებაზე, როგორც რაღაც სწრაფ ნაკადზე… ის არასოდეს ჩერდება.

როდესაც წყალი ჩერდება საცავში, ის სქელდება და ბინძურდება. ცირკულაციის კანონიც ზუსტად ასე მოქმედებს. სასოწარკვეთილება იზიდავს მისნაირ ენერგიებს და გსვამს უმოქმედობის ჭაობში. როდესაც აიძულებ ამ სუბსტანციას ცირკულირებას, შენ გატეხავ ენერგეტიკულ ბლოკებს და აყვავების ნაკადი დაიწყებს თავისუფლად დინებას.

საჭიროა თუ არა, გითხრა, რომ ეს უნდა გააკეთო სიყვარულით?

გაუშვი სიყვარული და ის აუცილებლად დაგიბრუნდება.

3. წარმოსახვის კანონი 

თავიდან შენ წარმოსახვაში უნდა შექმნა და დაინახო აყვავება.

წარმოსახვის დროს შენ აპროგრამებ საკუთარ ქვეცნობიერს და ფიზიკურ დონეზე ახდენ წარმატების ფორმულის მანიფესტაციას.

რაც უფრო მეტად მოიყვან ემოციებს მოქმედებაში, მით უფრო იკვეთება სურათი შენს არაცნობიერში… და რაც უფრო სუფთაა სურათი, მით უფრო სწრაფად მოახდენ მის რეალიზებას.

მოახდინე საკუთარი იდეალური დღის აღწერა და ნუ აჩვენებ მას ნურავის, გარდა იმ ადამიანისა, ვინც მხარს გიჭერს და შთაგაგონებს ამ იდეის რეალიზებაზე. შეინახე ეს აღწერილობა ისეთ ადგილას, სადაც ხშირად შეძლებ მასთან კონტაქტის დამყარებას… როცა გამოგიჩნდება თავისუფალი წუთი, აიღე და ემოციურად გადაიკითხე ის.

4. შემოქმედების კანონი

ადამიანს შეუძლია, მიაღწიოს აყვავებას საკუთარი აზროვნების ენერგიით, ინტუიციითა და წარმოსახვით.

იდეები – ეს არის ცნობიერების ეპიცენტრი. ცნობიერების ეპიცენტრია – შენი ჯანმრთელობა, ბედნიერება, მდგომარეობა და გონება გარკვეული აზრებით, რომლებსაც უპირატესობას ანიჭებ.

ღმერთი არ აკავებს მადლს!

აყვავებისა და ქმნადობის ძალა ადამიანის არსის შიგნით იმყოფება. კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია შენს აზროვნებასთან. როდესაც გამჭოლი ხედვა გაქვს, შენ ამით  სამყაროს აიძულებ, იმუშაოს შენზე.

5. გაცემისა და მიღების კანონი

შენ შეგიძლია, დაძლიო სამყარო. აყვავება – ეს არის თანაბარი გაცვლა. მაგრამ ყველაზე შესანიშნავი ამაში ის არის, რომ თუ შენ რაღაცას გასცემ, ის ათმაგად გიბრუნდება უკან.

როდესაც იღებ, ძალიან მნიშვნელოვანია, გაუზიარო ის გარემოცვას.

თუ არ იყენებ საკუთარ ნიჭსა და ტალანტს, შენ ამით შეურაცხყოფ შენში არსებულ ღვთაებრივ არსს!

იმისათვის, რომ სათანადოდ ეპყრობოდე საკუთარ შესაძლებლობებს, შენ უნდა გიხაროდეს მიღება და უზიარებდე სხვებს. როდესაც ამას აკეთებ, კიდევ უფრო დიდ მადლსა და სიუხვეს იზიდავ.

მართალი საქმეები სწორედ ამ კანონით განისაზღვრება. არაფერი ხდება შემთხვევით. ისეთი კონცეფცია, როგორიც არის გამართლება, უბრალოდ, არ არსებობს. ყველაფერი, რაც ხდება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირებით შეგვიძლია, აღვწეროთ.

ზუსტად ისე, როგორც შეგიძლია, მოიზიდო და გაამრავლო მადლი, საუბედუროდ, შენ შეგიძლია, გაანადგურო ის. დავუშვათ, ავრცელებ ხმებს თანამშრომელზე. ამით შენ ნეგატიურ კარმას უქმნი საკუთარ თავს – ეს არის ვალი, რომელიც აუცილებლად უნდა იქნეს გასტუმრებული… და ამ შემთხვევაშიც, საფასური ათჯერ იზრდება.

გაეცი მადლი, და უკანაც მხოლოდ მადლს მიიღებ!

6. მეათედის კანონი

სამყარო ყოველთვის წაიღებს თავის კუთვნილ მეათედს.

მეათედის ძირითადი პრინციპი – ეს არის მადლიერების გამოხატვა წყაროსთვის, სულიერი თანადგომისთვის. ეს არის ღმერთისთვის ათი პროცენტის დაბრუნება. იმის ნაცვლად, რომ იფიქრო, თითქოს შენ გასცემ ათ პროცენტს იქედან, რაც გეკუთვნის შენ, წარმოიდგინე, რომ ღმერთი გაძლევს ოთხმოცდაათ პროცენტს იქედან, რაც ეკუთვნის მას.

7. მიტევების კანონი

თუ არ შემიძლია, მივუტევო ადამიანებს, ესეიგი არ შემიძლია ჩემი კუთვნილი სიმდიდრის მიღება.

თუ შენი სული სავსეა ზიზღით, ესეიგი სიყვარული ვერ დაიდებს მასში ბინას. თუ შენ შურისძიების გრძნობით ხარ სავსე, ამით მსხვერპლის აზროვნებას ებღაუჭები და ვერაფრით გახდები გამარჯვებული.

შენ უნდა გათავისუფლდე ნეგატიური გრძნობებისგან, რომლებიც გაცლიან ენერგიას და მოსვენებას გაკარგვინებენ.

სიღარიბე – ცოდვაა!

ჩარლზ ფილმორმა მთელი რელიგიური საზოგადოება გააოცა, როდესაც რამდენიმე წლის წინ ეს განცხადება გააკეთა.

დღესაც, როდესაც ვიმეორებ ამ სიტყვებს, ის შოკირებას იწვევს ადამიანების უმრავლესობაში. თუ შენ სიტყვა-სიტყვით გადათარგმნი ბიბლიის არამეულ ტექსტს, გაიგებ, რომ სიტყვა “ცოდვა” – ეს არის შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, იგივე – “მიზანში აცილება”.

სასწაულების რწმენა განსაზღვრავს ცოდვას, როგორც ადამიანში სიყვარულის უკმარისობას.

მე ვეთანხმები ამ ყველაფერს, რადგან ვიცი, რომ როდესაც ღარიბი ხარ, შენ ხელიდან უშვებ შესაძლებლობას და ამით უარს ამბობ შემოქმედის სიყვარულზე.

სიღარიბეში არ არსებობს არაფერი სულიერი. სწორედ სიღარიბე აიძულებს და უბიძგებს ადამიანებს ტყუილისკენ, მოპარვისკენ და მკვლელობისკენ.

შენი ბუნებრივი მდგომარეობა – ეს არის წარმატება და აყვავება. წარმატებული ადამიანი თანხმობაშია სამყაროსთან.

სულიერება – აყვავებისკენ სწრაფვაში მდგომარეობს. ეს არის სურვილი… ღმერთი გიკაკუნებს კარზე, რათა შემოუშვა ის, რამეთუ რაც უფრო მეტს იღებ, მით მეტად შესამჩნევია შენი პერსონალური განვითარება.

ღმერთი არ არის დამსჯელი, რომელიც მისი შვილების ტანჯვას ითხოვს. “სახარება” თარგმანში ნიშნავს “სასიხარულო უწყება”-ს.

სასიხარულო უწყება იმაში მდგომარეობს, რომ შენ გყავს შემოქმედი, რომელსაც უნდა, რომ იყო ჯანმრთელი, ბედნიერი და აყვავებული. მან დაგაჯილდოვა ყველაფრით, რაც ამისთვის გესაჭიროება.

შენ არ უნდა დაზარალდე აყვავების მოსაპოვებლად. პირიქით, უნდა იყო გახსნილი მის მისაღებად.

გამოიყენე ეს სულიერი კანონები და გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების და მატერიალური სიკეთე აუცილებლად მოვა. საკუთარი თავის რწმენა – ეს ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ყველაზე მეტად გჭირდება.

არ არსებობს სასწაულები, როგორც ამას ადამიანები წარმოაჩენენ. სასწაულის იმედად ყოფნა – ეს ნიშნავს რაიმე კაპრიზულ ალბათობაზე ამყარებდე იმედებს. სამყარო ამის გარეშეც მოგამარაგებს ყველა აუცილებელი საშუალებით.

ყველაფერი შესაძლებელია, თუ გჯერა ამის. რწმენა ჩვენში აღვიძებს ცხოვრების წყურვილს, რათა თანხმობაში ვიცხოვროთ სამყაროს კანონებთან და გადავლახოთ ადამიანური ბარიერები.

კითხვა იმაში კი არ არის, თუ რას მოგცემს ღმერთი. ჭეშმარიტი შეკითხვა ასე ჟღერს:

შენ რისი მოცემის საშუალებას მიცემ ღმერთს?

 

წყარო: ინტელექტიკა

მსგავსი სტატიები

Leave a Comment