როგორ იტყვიან, ხოლმე?
„ბედი მომეც და სანაგვეზე დამაგდეო“.
„სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი“
რა არის ბედი?
უმრავლესობის წარმოდგენაში ბედი (იგივე კარმა) არის სასჯელი. როცა რაღაც არ მოსწონთ ცხოვრებაში, ბედს გადააბრალებენ „ბედი იყოო“- იტყვიან. რა აზრის ხართ, რომ ჩვენ ამას არ დავეთანხმოთ? ახლავე ავხსნი, რატომაც.
ჩვენ ვიცით რომ სამყაროში ყველაფერი ენერგიაა და ის ღებულობს ფიზიკურ ფორმას. ფორმის მიღება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად და როგორ არის ენერგია დამუხტული.
ბედი – ენერგიის მუხტის რეალიზაციის პრინციპია.
ბედი – სასიცოცხლო ძალის მუხტია.
შეიძლება თუ არა სასიცოცხლო ძალის მუხტის შეცვლა?
რასაკვირველია, შეიძლება, უფრო მეტიც, იმიტომ ვართ ამ ქვეყნად, რომ ვისწავლით სწორად მისი წარმართვა!
როგორ? პირველი და უმნიშვნელოვანესი – საკუთარი თავის სიყვარულია.
ადამიანს რომელსაც უყვარს საკუთარი თავი შინაგანად წარმოქმნის გარკვეულ ენერგიის მუხტს, რომლის მიმართვა შეიძლება ცხოვრებაში წარმოქმნილი ნებისმიერი მოვლენისკენ. მიმართული სასიცოცხლო ძალის მუხტი, ახდენს სიტუაციის ფორმირებას. თუ მუხტი წარმოიქმნა საკუთარი თავის სიყვარულისგან, ის რეალიზდება სხვადასხვა ადამიანებში და მოვლენებში, ამ ადამიანისთვის და გარშემომყოფებისთვის სასარგებლოდ. თუ სასიცოცხლო ენერგიის მუხტი წარმოიქმნა საკუთარი თავის უსიყვარულობისგან, ისიც, ჩვეულებრივ, მიემართება პიროვნების სასიცოცხლო სივრცეში, მაგრამ ანხორციელებს საპირისპირო რეალობას – ქმნის ისეთ სიტუაციებს, სადაც აყალიბებს საკუთარი თავის უსუყვარულობის მომენტებს – ადამიანების და მოვლენების საშუალებით. აქ უკვე, რამე, არც პირად და არც გარემოცვის სიკეთეზე არ არის საუბარი ანუ ხვდება ისეთი ადამიანებში და გარემოებებში სადაც და საიდანაც გრძნობს უსიყვარულობას ან მის დეფიციტს განიცდის.
ადამიანებს სურთ, ცხოვრებაში ყოველთვის რაღაც შევცვალონ უკეთესობისკენ: სრულყონ პროფესიონალიზმი, ჰქონდეთ ჰარმონიული ურთიერთოები შინ და გარეთ, კაჟივით ჯანმრთელობა, ბევრი ფული… და ამაში უჩვეულო და მიუღწეველი, ერთი შეხედვით, არც არაფერია.
მაგრამ, არსებობს ერთი მაგრამ…
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სურვილი კარგია, ძალიან კარგი, მაგრამ როგორია სასურველის მისაღებად მიმართული ენერგეტიკული მუხტი? რითი არის გაჯერებული? ხომ არ იღებს სურვილის საპირისპიროს? ბედი (ადამიანის ენერგეტიკული მუხტი) იზიდავს არა ფანტაზიებს, არამედ, შინაგანად არსებულ შესატყვის ენერგიებს.
შეიძლება გქონიათ შემთხვევა: ახლობლისთვის კარგი გაგიკეთებიათ, მაგრამ პასუხად „უმადურობა“ მიგიღიათ, კარგი გინდოდათ და გამოგსვლით უარესი ან „როგორც ყოველთვის“… გულდაწყვეტილს საკუთარი თავისთვის გიკითხავთ : რატომ არ დამიფასდა? მე ხომ კარგი მინდოდა და რატომ შემომიტრიალდა ასე? რა ბედი მაქვს ასეთი? და ა. შ.
პასუხი მარტივია: როგორიცაა შინაგანი ენერგიის მუხტი – ისეთია ბედიც.
მაგალითად: ქალს უნდა სიყვარული და ბედნიერება პირად ცხოვრებაში.
ერთი შეხედვით, სურვილი კარგია და ამაში, შეუძლებელიც არაფერია. რომ ვთქვათ, რატომ არ უნდა ჰქონდეს ქალს საყვარელი მამკაცისგან სიყვარული და ბედნიერება? მაგრამ ცოტა ღრმად თუ ჩავალთ, აღმოვაჩენთ – თუ მას არ უყვარს საკუთარი თავი, პარტნიორი სჭირდება, იმისათვის რომ მოუხდინოს თავისი თავის უსიყავრულობის კომპენსაცია, კაცმა ისე შეიყვაროს, რომ არსებული სიცარიელე შეუვსოს. მაგრამ აქ სიცარიელე კი არ არის, უსიყვარულობაა.
ენერგოინფორმაციული კუთხით რომ განვიხილოთ, პირად ცხოვრებაში სიყვარულზე და ბედნიერებაზე ოცნება დამუხტულია საკუთარი თავის უსიყვარულობით. შედეგად რას იღებს? არსებული მუხტის რეალიზებას – საკუთარი თავის უსიყვარულობას, რომელიც მასთან მოდის სახეშეცვლილი ფორმით – ხვდება მამკაც(ებ)ს რომელ(ებ)საც არ უყვარს(თ). ბედმა თავისი გააკეთა – აამოქმედა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
მაგალითად: თქვენ გინდათ კარგი სამსახური, ღირსეული ხელფასით .
რას ნიშნავს თქვენთვის კარგი სამსახური? სამსახური, რომელიც გაგახარებთ და სადაც დაგაფასებენ. რას ნიშნავს ღირსეული ხელფასი? – ისეთი ფულადი ანაზღაურება, რომლითაც თავს გაახარებთ სასიამოვნო და საჭირო შენაძენებით, გაანებივრებთ და გამოიჩინოთ თავის მიმართ ზრუნვა-სიყვარულს. ანუ კარგი სამსახურია – როდესაც თავს გრძნობთ დაფასებულად, ხოლო კარგი ხელფასია – როდესაც გაქვთ საშუალება საკუთარი თავის მიმართ სიყვარული და ზრუნვა გამოიჩინოთ.
მაშინ, რაში მდგომარეობს პრობლემა? თუ არ გიყვართ საკუთარი თავი, ვერ შეძლებთ მოცემული სურვილის, შესაბამისი ენერგიით დამუხტვას. გასაგებია, რომ გაქვთ მუხტი, მაგრამ ეს მუხტი – საკუთარი თავის უსიყვარულობაა. ხოლოს საკუთარი თავის უსუყვარლობის მუხტს, არ შეუძლია «დაფასებულად თავის შეგრძნების» მიზანი განახორციელოს.
თუ არ იცით, კარგი სამსახურის და ხელაფასის გარეშე როგორ იგრძნოთ თავი ღირსეულად და დაფასებულად (გარეშე პირობების გარეშე), არ იჩენთ საკუთარი თავის მიმართ სიყვარულს და მზრუნველობას და ეს თქვენთვის არ არის ნორმა – თქვენ არც ის, გეცოდინებაათ, როგორ გამოიყენოთ კარგი ხელფასი.
რეალურად რა ხდება? გაქვთ სამსახური რომელსაც ვერ იტანთ და ხელფასი რომლის დასახელებაც გრცხვენიათ. ბედმა თავისი საქმე გააკეთა – დაგიდოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ბედი, ძალიან ახლოს დგას ფიზიკის კანონთან: წარმოიდგინეთ, გიჭირავთ ჩაქუჩი. როდესაც მას მოიქნევთ შეიძლება მოახვედროთ ლურსმანს ან თითს. არა აქვს მნიშვნელობა თითს მოხვდება თუ ლურსმანს, ორივე შემთხვევაში, ერთი და იგივე ჩაქუჩია და ერთი და იგივე მოქნევის ძალაა. მნიშვნელობა აქვს, ვექტორს – რა მიმართულებით მიდის ჩაქუჩი. ამ შემთხვევაში „ბედის ჩაქუჩის“ ვექტორს წარმართავს საკუთარი თავის სიყვარული ან უსიყვარულობა.
საჭიროა, ადამიანმა ისწავლოს ვექტორის მართვა. ჩვენს შემთხვევაში, ეს ნიშნავს – ადამიანს სტაბილურად ჰქონდეს საკუთარი თავის სიყვარული. სწორედ, არასტაბილურობა წარმოადგენს პრობლემას…
ძირითადად „ბედის ჩაქუჩი“ ხვდება თითს, მაგრამ არსებობს, გამონაკლისი, როდესაც ხვდება ლურსმანას. რითი განსხვავდება ეს მომენტები და რა განაპირობებს?
როგორც ვთქვი, ამას განაპირობებს ადამიანის შინაგანი მდგომარეობა! თუ რა ხდება შიგნაგან სამყაროში – როგორ გრძნობს თავს, რა აზრები, შეხედულებები აქვს და რაზე ახდენს ენერგიის აკუმულირებას.
როდესაც, ადამიანის ცხოვრების სფეროებში ყველაფერი კარგ არის და სიტუაციებს აკონტროლებს, ის მოდუნებულია და არავინ და არაფერი აღიზიანებს – გაუცნობიერებლად იმყოფება საკუთარი თავის სიყვარულის და ჰარმონიის მდგომარეობაში. მაგრამ საკმარისია, გარედან რაღაც შეეხოს, რაღაცაზე კონტროლი დაკარგოს, მისი სიმშვიდეც იკარგაება. ცხოვრება ცვალებადია, როგორც ამინდი! იცვლება გრემოებები – შინაგანი ჰარმონია სადღაც ქრება და აქრობს საკუთარი თავის სიყვარულის და ჰარმონიის მდგომარეობას. „ბედის ჩაქუჩი“ ხვდება თითზე, ისევ…
რა გომოდის? ნუთუ ადამიანს მართავს გარემოებები? ნუთუ მისი ცხოვრება მთლიანად დამოკიდებულია, ჭირვეულ გარეშე პირობებზე? თითქოს მას არ გააჩნდია საკუთარი სახლი – თითქოს ცხოვრობს ქუჩაში, სადაც ხან თაკარა მზე სწვავს და ხან წვიმა ასველებს, ხან ათოვს…
არა და არა…
სინამდვილეში, საკუთარი თავის სიყვარული – ეს შინაგანი სახლია, სადაც ყოველთვის თბილა და სიმყუდროვეა. როდესაც ადამიანი ააშენებს მყარ შინაგან სიყვარულის სახლს, მასზე გარე მოვლენები ვერ იმოქმედებს. თუ გარეთ არასახარბიელო ამინდია, ის უბრალოდ მშვიდად დააკვირდბა ამინდის შეცვლას, ჩაიცვამს შესაბამისად, იქნება თავის მყუდრო და თბილ შინაგან სახლში.
საკუთარი თავის სიყვარული ადამიანს აძლევს არჩევანის თავისუფლებას – საკუთარი ბედის არჩევის საშუალებას.
ბედის(კარმის) კანონი, ისევ როგორც ფიზიკა – მექანიკაა. ისინი უბრალოდ არსებობენ, უბრალოდ მოქმედებენ. ჩაქუჩი და მოქნევის ძალა უცვლელია, იცვლება ვექტორი, ვექტორს ცვლის თავლი, თავლები კი „სულის სარკეა“ და იხედბა ან საკუთარი თავის სიყვარულის ან უსიყვარულობის მზერიდან. ამას ადამიანი ვერ აცნობიერებს, უბრალოდ ცხოვრებაში იღებს მიზეზ-შედეგობრიობას – სხვა ადამიანების და მოვლენების სახით. აქ კი შემოდის, ის მომენტი, როდესაც ვამბობ: შეიძლება ბედის მართვა, შეიძლება კარმა შეცვალო.
დიახ, ძვირფასო ბლოგის სტუმარო, შეიძლება ბედი მართო-შეცვალო.
ბედი უნდა მართო სასურველისკენ .
კიდევ, ერთხელ განვმეორდები: ბედი არ არის ადამიანების დასჯის ან შეშინების მექანიზმი, არამედ წარმოადგენს ენერგიის მუხტს, რომელიც შეიძლება იქნას მიმართული ცხოვრების სიტუაციებისკენ, რათა აამოქმედოს მიზეზე-შედეგობრივი კავშირი. მიმართულებას აძლევთ თქვენ, შინაგანი მდგომარეობიდან გამომდინარე, გაუცნობიერებად ან გაცნობიერებულად.
ბედი – არ არის გარეთ, სადღაც იქ არსებული რამ, რომელსაც ვიღაც განკარგავს. ის მცენარეა, რომელიც ხარობს თითოეული ადამიანის შინაგან სამყაროში და ფესვები გადგმული აქვს საკუთარი თავის სიყვარულში ან უსიყვარულობაში.
და როდესაც, ადამიანში საკუთარი თავის სიყვარული სტაბილურია, ბედიც სტაბილური და საკუთარი თავის სიყვარულით მართვადია. ამ დროს, ყველა ოცნებები სრულდება.
და თუ „შემთხვევით“, ბედის ბორბალი დატრიალდა უკუღმა, სულაც არ არის აუცილებელი ელოდოთ, როდის მორჩება ტრიალს და ამოეწურება სატრიალბელად განკუთვნილი ენერგეტიკული მუხტი. სრულებით არ არის აუცილებელი დაიჯეროთ, რომ ბედს ვერსად გაექცევით და ა. შ. ნებისმიერ მომენტში, შეიძლება შეცვალოთ მუხტი, მოახდინოთ კორექცია. ახლა, ამ წუთას თუ გვეჩვენებათ, რომ არასდროს იქნებით ბედნიერი ცხოვრებაში, არასოდეს გვექნებათ კარგი სამსახური ღირსეული შემოსავლით, არასდროს შეგიყვარდებათ ან შეგიყვარებთ ვინმე… მერწმუნეთ, გ ე ჩ ვ ე ნ ე ბ ა თ!
შეიძლება მოვლენების მსვლელობის შეცვლა, რადგან ეს ფიზიკაა და ის უბრალოდ მუშაობს. ნებისმიერ დროს შეგიძლია – ბედის ვექტორის ძალა სასურველი მიმართულებით წარმართოთ, მაგრამ ამას მოახერხებთ მაშინ, როდესაც ისწავლით, სტაბილურად, საკუთარი თავის სიყვარულს – ეს მნიშვნელოვანი მომენტია.
არ არის საჭირო ელოდოთ ხელასყრელ გარემოებებს იმისათვის, რომ საკუთარი თავის სიყვარული დაიწყოთ. ასეთი პირობები არასდროს არ დადგება. ეს პირობები თავად უნდა შექმნათ თქვენთვის – თქვენს შინაგან სამყაროში.
ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ სიმშვიდეს გარე სამყაროში, სანამ არ მივაღწევთ მას შინაგანში – დალაი ლამა
მოგეწონათ თემა და თვლით, რომ სხვებიც უნდა გაეცნონ მას, გაუზიარეთ. მადლობა
თქვენს უსაზღვრო შესაძლებლობებში რწმენით
ტრენერი და ეფექტური აზროვნების ქოუჩი
თამარ კვარაცხელია