fbpx

უფრო ლამაზი და მომხიბლავი რომ იყოთ…

ავტორი ნინო გონგაძე
54 ნახვა

დაძინებამდე, შხაპის მიღების შემდეგ, 15 წუთი საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ. თუ ყველაფერს ისე გააკეთებთ, როგორც სპეციალისტები გირჩევენ, დილაობით კიდევ უფრო მომხიბლავი გაიღვიძებთ.

სახე: გამწმენდი ლოსიონით ცხვირის წვერიდან საფეთქლებისკენ მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და სახესა და ყელზე დამატენიანებელი კრემი წაისვით.

თვალები: ასაკის მატებასთან ერთად, თვალების ირგვლივ წვრილ-წვრილი ნაოჭები ჩნდება. ნაზი კანის სიგლუვის შესანარჩუნებლად ქუთუთოებისთვის სპეციალური, ანტიმჟანგავების შემცველი კრემი გამოიყენეთ.

ტუჩები: გამომშრალი კანი ასაქერცლი კრემების დახმარებით მოიშორეთ და მკვებავი ბალზამი სქლად წაისვით. დილით თქვენი ტუჩები ვარდის ფურცელივით ნაზი და ხავერდოვანი იქნება.

სხეული: მსუბუქი მოძრაობით სუფთა სხეულზე დამატენიანებელი ლოსიონი შეიზილეთ.

ფეხები და ხელები: ფეხისგულებში ბალახების ექსტრაქტით დამზადებული დაღლილობის მოსახსნელი ფეხის საცხი შეიზილეთ და ბამბის წინდა ჩაიცვით. ხელებზე ხელის კრემი წაისვით და ნაზად ისრისეთ- ვიდრე მთლიანად არ შეიწოვება.

თმა: ნატურალური ჯაგრისით ყველა მიმართულებით გულმოდგინედ ივარცხნეთ. ამით სისხლის მიმოქცევა გაგიუმჯობესდებათ. თუ ღამით თმა გეწეწებათ, ატლასის ბალიშისპირი შეიძინეთ.

ძილი: თუ სახის შეშუპებისკენ გაქვთ მიდრეკილება, დაძინებამდე ერთი საათით ადრე ნურაფერს დალევთ. თუ ეს პრობლემა არ გაწუხებთ, ძილის წინ ერთი ფინჯანი გვირილის ან პიტნის ჩაი მიირთვით.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment