fbpx

ფიროსმანი 3D ში – ქართველი მხატვრები ნიუ იორკის საგამოფენო სეზონს ხსნიან

ავტორი ჟოლო
25 ნახვა

„ექვს რომ წუთები აკლდა საკუთარი გულის ხმა მესმოდა“, – იხსენებს „პირველ ნაბიჯებს“ კომპანია Madatart – ის დამფუძნებელი მარიტა დამენია. სწორედ მისი დამსახურებით ძალიან მალე

პირველად ნიუ იორკის საგამოფენო სივრცეში, სეზონს ქართველი მხატვრები გახსნიან.

ბესარიონ არბოლიშვილი, ნინო პაიჭაძე, ავთანდილ გახოკიძე, ზაზა ხაბულიანი, ეკატერინე მერაბიშვილი, პაპუნა დაბრუნდაშვილი, ნანა გაგოშიძე, ცირა ახობაძე, ალექსანდრე აჭარაძე, ბესრაიონ როსტიაშვილი, დავით დოთიაშვილი, თინათინ გზირიშვილი და დავით არბოლიშვილი – ასეთია იმ არტისტების ჯგუფის შემადგენლობა, რომელთაც სეზონის გახსნა ხვდა წილად;

როგორც გამოფენის ორგანიზატორმა მარიტა დამენიამ „ჟოლოს“ განუცხადა, ეს ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ქართველი მხატვრების მეოთხე გამოფენაა ნიუ იორკში, გამოფენებს ყოველთვის დიდი რაოდენობით დამთვალიერებელი ყავს და საერთო აღფრთოვანებას იწვევს;

maritamtმარიტა დამენია: „როდესაც ჩემს ამერიკელ კოლეგებთან ორწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ვთქვი, რომ მე მთლიანად ქართული არტით უნდა დავკავებულიყავი, ბევრი სკეპტიკურად შეხვდა ჩემს წამოწყებას, ბევრი წინააღმდეგობაც შემხვდა, თუმცა მე მაინც არ ვნებდებოდი.

ქართველ მხატვრებს აქ არავინ იცნობს, მახსოვს იმასაც მეუბნებოდნენ არ გაგიკვირდეს გამოფენაზე რომ არავინ მოვიდეს, ევროპაში ასეთი რამ  ბევრჯერ მომხდარაო. პირველ გამოფენაზე თითქმის ხუთი თვე ვმუშაობდი, ინტერესი გამოფენის დაწყებამდე გავაჩინე, თუმცა ამ ქალაქში ძნელია ვინმე რამეთი გააკვირვო, როცა ექსპოზიცია ავაწყვეთ და გახსნის დღე დადგა ბოლო წუთს გავიფიქრე, მართლა რომ არავინ მოვიდეს? ასეთი რამის წარმოდგენა კოშმარულ სიზმარშიც არ შემეძლო, ექვს რომ წუთები აკლდა საკუთარი გულის ხმა მესმოდა, მაგრამ საოცრება მოხდა, სტუმრების ნაკადი ერთი წუთით არ წყდებოდა  და ასე იყო ყველა გამოფენაზე. ეს ძალიან დიდი წარმატებაა ჩემთვისაც და თითოეული მონაწილე არტისტისთვისაც.

ნიუ იორკის საგალერიო სივრცე ჩაკეტილი წრესავითაა. თუ არ გიცნობენ წესიერად არც მოგესლამებიან, ცნობაში იგულისხმება რომ მინიმუმ მომაში უნდა იყო გამოფენილი და კრისტიზე გაყიდული.

თუმცა მე წარსულმა გამოცდილებამ მომცა საშუალება პირადი კონტაქტები დამემყარებინა გალერეებთან და ამით შანსი მიმეცა ქართველი მხატვრებისთვის.

 

marita3თანამედროვე არტის ბაზარს თავისი მოთხოვნები აქვს არტისტი მით უფრო ფასობს, რაც უფრო საინტერესო გამოფენები და ბიოგრაფია აქვს. ნიუ იორკში გამოფენები ქართველი მხატვრების ბიოგრაფიაში ძალიან მნიშვნელოვანია და მე ყველანაერად ხელს ვუწყობ რომ ეს შანსი გამოიყენონ.

-რას იტყვით თვითონ მხატვრებზე, როგორ მოხდა მათი შერჩევა და რა იქნება გამოფენაზე წარმოდგენილი?

-წინა გამოფენების შემდეგ მე უწყვეტი კონტაქტები მაქვს ქართველ მხატვრებთან, ყოველდღიურად ძალიან ბევრი აპლიკაცია შემომდის ვეცნობი მათ ნამუშევრებს, ბიოგრაფიას, ზოგ მხატვარს ვის შემოქმედებასაც კარგად ვიცნობ თავად ვუკავშირდები. ამ გამოფენაზე ჩვენი საპატიო მონაწილე გახლავთ ბესარიონ არბოლიშვილი, არაჩვეულბრივი წარმატებული მხატვარი.

marita1ვაგრძელებ თანამშრომლობას ნინო პაიჭაძესთან და ავთანდილ გახოკიძესთან, ისინი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და დიდი მომავალი აქვთ. ნინო მაგალითად ზეთით სამ დეში ქმნის ნამუშევრებს, ამ გამოფენაზე მისი შექმნილი ფიროსმანი გამოიფინება. ის ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა, თუმცა რატომღაც ეს არავისთვის პრიორიტეტული არაა და დაფინანსების არარსებობის გამო, ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

მოხარული ვარ, გამოფენაში ქართველი ემიგრანტი მხატვრებიც ჩაერთვნენ. ჩვენთვის ემიგრანტებისთვის საქართველოს სახელი ასეთ დონეზე წარმოდგენა განსაკუთრებით სენსიტიურია. ზოგადად ჩემთვის კი თითოეული მონაწილე ძალიან ძვირფასი აღმოჩენაა და ვეცდები ამ ნიჭიერი ადამიანების სახელი კიდევ მრავალგზის გაჟღერდეს“.

გამოფენა ჩელსიში ემანუელ ფრემინ გალერიში 5 დან 12 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, ოფიციალური  გახსნის საღამო კი რვა სექტემბერს ექვს საათზე იგეგმება.

marita

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment