fbpx

ფრანჩესკო ტრეჩჩი საქართველოს სიყვარულით დაწერილი წიგნით

ავტორი Ann
128 ნახვა

ფრანჩესკო ტრეჩჩის საქართველოს სიყვარულმა, საქართველოს ისტორიაზე წიგნი, იტალიურად დააწერინა -„სურვილი მქონდა იტალიელებს გაეცნო მხარე, რომელმაც ასე მომაჯადოვაო“. წიგნი დაწერისთანავე იტალიაში გამოსცა და პრეზენტაცია ჯერ ფლორენციაში, მერე კი სხვადასხვა ქალაქში გამართა… ფრანჩესკო დღეს „ჟოლოს“ სტუმრობს ფლორენციიდან და წიგნის დაწერასთან დაკავშირებით იდეის გაჩენასა და საქართველოს სიყვარულზე მოგვითხრობს.

franფრანჩესკო ტრეჩჩი: საქართველო16 წლის წინ, 2000 წლის ივლისში  შემთხვევით ერთ-ერთ სტატიაში აღმოვაჩინე, რომელიც სამოგზაურო გამოცემაში იყო დაბეჭდილი. სტატიაში ეწერა, რომ საქართველოში ცხოვრობდა უძველესი ერი, ქართველები ლაპარაკობდნენ თავის ენაზე, ჰქონდათ თავისი დამწერლობა და იყვნენ ძალიან სტუმართმოყვარენი…

მაშინვე დავინტერესდი, მერე კი 2002 წელს გადავწყვიტე დამეცვა დისერტაცია თემაზე საქართველო. იმ პერიოდში პოლიტიკურ მეცნიერებას ვეუფლებოდი.

დავიწყე მასალების მოძიება. რის შემდეგაც უკვე შეყვარებული ვიყავი საქართველოზე, მსურდა რაც შეიძლება მალე ჩამოვსულიყავი და მენახა ეს ქვეყანა.

ჩემი პირველი მოგზაურობა საქრათველოში 2003 წლის ივლისში შედგა. მართლაც საოცარი ქვეყანა დამხვდა. თბილისში გატარებული 5 დღე იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე…

 

%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%99%e1%83%a0– რა მოგეწონათ ყველაზე მეტად საქართველოში?

-ქართველები! სტუმართმოყვარეობა, უხვი მასპინძლები… თბილისი, შემდეგ ბათუმი, ქუთაისი, ყაზბეგი, ულამაზესი მთები, კახეთში გრემი…  ბევრჯერ ვაპირებ კიდევ ჩამოსვლას და მოგზაურობას საქართველოს რეგიონებში… კიდევ ვაპირებ წიგნების დაწერას საქართველოზე…

მე არ ვარ პროფესიონალი ისტორიკოსი, უბრალოდ საქართველო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცებაა,  ეს წიგნი კი დასტურია იმ დიდი სიყვარულისა რაც გამაჩნია თქვენი  ქვეყნის მიმართ.

-როგორ შეხვდა წიგნს იტალიელი მკითხველი?

– ამ წიგნს ჰქონდა დიდი წარმატება და გამოხმაურება.  იგი დიდი სიყვარულით შეაფასა და მიიღო როგორც ქართველმა ისე იტალიელმა მკითხველმა. იდეაში ეს წიგნი მე მივუძღვენი, იტალიაში მცხოვრებ ქართველებს, რათა მათ შეძლონ გახდნენ საქართველოს გაცნობის კეთილი ნების ელჩები ჩვენს ქვეყანაში.
უნდა გავაღრმავოთ იტალიასა და ევროპაში საქართველოსა და მისი ისტორიის, მისი დიდი კულტურის გაცნობა. საჭიროა აგრეთვე ეს  წიგნი გადაითარგმნოს ინგლისურად, ფრანგულად ესპანურად და გერმანულად. იმ თვალსაზრისით რომ ყველამ შეძლოს გაიცნოს და დააფასოს ეს ფანტასტიკური მხარე.

wigni3-სად მოიძიეთმასალები წიგნისთვის?

-წიგნისთვის ინფორმაციები მოვიძიე ფრანგულ და ინგლისურ წყაროებში, მაგრამ ყველაზე დიდი დახმარება მივიღე პროფესორ გაგა შურღაიასგან. რომელიც იყო ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელი მეორე დისერტაციის დაცვის დროს. რომ არა ბატონი გაგა ვერასდროს ვერანაირად ვერ შევძლებდი ამ ყველაფერს. რისთვისაც თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ ვუხდი მას დიდ მადლობას.

-გაქვთ თუ არა სხვა წიგნებიც დაწერილი თქვენს ენაზე?

-ეს ჩემი პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი წიგნია. ვმუშაობ ინფორმატიკის სფეროში, ვარ ერთ-ერთი დაწესებულების კომერციული პასუხისმგებელი პირი. არ ვარ ისტორიკოსი და არც მწერალი. თუმცა და რა თმქ უნდა აუცილებლად დავწერ შემდეგ წიგნს, და ისევ საქართველოზე. რადგან ზემოთ მოგახსენეთ რომ საქართველო არის ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება. ვარ უსაზღვროდ შეყვარებული… მეორე წიგნში აღწერილი იქნება საქართველოს საოცარი სილამაზე, რეგიონები, უდიდესი კულტურა და ფოლკლორი. აგრეთვე იქნება უამრავი ფოტო. იტალიაში ყველამ უნდა გაიცნოს ეს უმშვენიერესი ქვეყანა და არა მარტო იტალიაში…

 

დეა თავბერიძე

„ჟოლო“ მადლობას უხდის იტალიაში მცხოვრებ ქალბატონს მაკა კიკნაძეს, (რომელმაც თარჯიმნის როლი შეითავსა ) გაწეული დახმარებისათვის.

 

wigni1

მსგავსი სტატიები

Leave a Comment