მამაკაცის წარმატების მთავარი საიდუმლო ჭკვიანი და მოსიყვარულე ცოლია. ამაში დასარწმუნებლად უამრავი მაგალითი არსებობს, თუმცა მამაკაცებმა ეს ამ მაგალითების გარეშეც იციან 🙂 წარმოგიდგენთ რამდენიმე ქალბატონს, რომლებიც მეუღლეების წარმატების მთავარი მიზეზები არიან.
მერსედეს ბარჩა პარდო – გაბრიელ გარსია მარკესი თავის მომავალ მეუღლეს საცეკვაო მოედანზე შეხვდა და მაშინვე ცოლობა შესთავაზა. მაშინ გაბრიელი 13 წლის იყო. გოგონა დათანხმდა, თუმცა სკოლა უნდა დაემთავრებინა, ამიტომ მათი ქორწილი 13 წლის შემდეგ შედგა. მერსედესი მწერლის გვერდით იყო, როდესაც ის წერდა ნაწარმოებს “მარტოობის ასი წელიწადი”. დასრულების შემდეგ მას იმის ფულიც კი არ ჰქონდა, რომ ნაწერი რედაქციებისთვის დაეგზავნა. მაშინ მერსედესმა გაყიდა უკანასკნელი ნივთები: თმის საშრობი და მიქსერი. ძალიან მალე ნაწარმოებმა მსოფლიო აღიარება, უზარმაზარი ჰონორარი და ნობელის პრემია მოუტანა მწერალს.
იოკო ონო – ლეგენდარული ჯგუფის “ბიტლსების” გულშემატკივრებმა ეს სახელი და გვარი კარგად იციან. ჯონ ლენონის შეუდარებელი კარიერა სწორედ ამ ქალბატონის დამსახურებაა. მასვე ეძღვნება მსოფლიო ჰიტი “Imagine”. ამ წყვილს საოცარი სიყვარულის ისტორია აქვს. ლენონი უბედნიერესი იყო და ამბობდა, რომ მათ საერთო სული ჰქონდათ ორ სხეულში.
ჯულიეტა მაზინა – რეჟისორ ფედერიკო ფელინისა და მსახიობ ჯულიეტა მაზინას ქორწინებამ 50 წელიწადს გასტანა. მიუხედავად განსხვავებული ხასიათისა ეს წყვილი ყოველთვის ერთად იყო და ერთმანეთის გარეშე მაქსიმუმ ერთი თვე ჰქონდათ გატარებული. ჯულიეტა ყოველთვის უთმობდა ქმარს და ეხმარებოდა მას ყველაფერში. თუ მსახიობი სახლში არ იყო რეჟისორი ისტერიკაში ვარდებოდა, რადგან მის გარეშე ვერ არჩევდა მსახიობებს, სცენებს და ა.შ. ფელინი ბოლომდე ენდობოდა მეუღლეს და სწორედ მისი წყალობით აღწევდა ზღაპრულ წარმატებას.
სოფია ანდრეევა ტოლსტოვა – ეს ქალბატონი ლევ ტოლსტოის ნამდვილი მფარველი იყო 48 წლის განმავლობაში. სოფია იყო მენეჯერი, ძიძა, მდივანი (მხოლოდ “ომი და მშვიდობა” მან ხელით 7-ჯერ გადაწერა!) და ლევის გარდაცვალების შემდეგ მისი უგენიალურესი ნაწარმოებების ნამდვილი მცველი და გამავრცელებელი.
უნა ონილი – 54 წლის ჩარლი ჩაპლინისა და 17 წლის უნა ონილის სიყვარულის ისტორია ნამდვილი საოცრებაა. მათ ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს. მიუხედავად უნას მამის სასტიკი წინააღმდეგობისა გოგონამ მსახიობზე იქორწინა, მის გამო თავად კარიერაზე უარი თქვა. მათ 8 შვილი შეეძინათ, რომელთაგან უფროსი – ჯერალდინა, ასევე ცნობილი მსახიობია. წყვილის ქორწინებამ 34 წელს გასტანა.
კლემენტინა ჩერჩილი – საოცრად ხისტი პოლიტიკოსი უილსტონ ჩერჩილი ამ საოცარმა ქალბატონმა მოსიყვარულე მამაკაცად აქცია. კლემენტინას ძლიერმა ხასიათმა განაპირობა ის, რომ მეუღლის ჩრდილქვეშ არ აღმოჩენილა. საოცარია ის, რომ კლემენტინას ქორწინების 57 წლის მანძილზე მეუღლე არ მობეზრებია.
გალა – ამ ქალბატონის ნამდვილი სახელი ელენა დიაკონოვა გახლდათ. გალა ცნობილი ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის პირველი ქალი, მუზა, მოდელი, მენეჯერი და ყველაფერი იყო. დალიმ მის გვერდით შეძლო ფსიქიკური არამდგრადობა დაემარცხებინა.
“მე მიყვარს გალა მამაზე, დედაზე, პიკასოზე მეტად. მე ის ფულზე მეტადაც კი მიყვარს. მადლობა გალა”, – ამბობდა სალვადორ დალი.