fbpx

ბნელი სარდაფი

ავტორი ჟოლო
167 ნახვა

ყოველი თავგადასავალი შეიცავს საფრთხის ელემენტებს. სწორედ ეს საფრთხე აღაგზნებს და
იზიდავს თავგადასავლების მაძიებლებს. ადამიანები სიამოვნებით იხდიან დიდ ფულს,
იმისთვის, რომ განიცადონ ასეთივე მძაფრი შეგრძნებები, ოღონდ ფიზიკური რისკის გარეშე.

ადამიანური ბუნების სწორედ ამ თავისებურების გამო, არასდროს მოაკლდებათ კლიენტები
სხვადასხვა სახის ატრაქციონებს, სიცილის ოთახებს თუ სკაი–დაივინგის სკოლებს.

თითოეულ ადამიანში არსებობს რისკის სურვილი. ხშირ შემთხვევაში საფრთხის
მომხიბვლელობა იმდენად მაცდუნებელია, რომ ადამიანები სიცოცხლესაც კი იგდებენ
საფრთხეში იმისთვის, რომ ეზიარონ საიდუმლოს ან გამოიკვლიონ უცნობი სამყარო.

ჩვენი შემდეგი სცენარი წაგვიყვანს ბნელ სამყაროში, სადაც უბრალოდ მძაფრ შეგრძნებებსა
და ნამდვილ შიშს შორის ზღვარი ფაქტიურად წაშლილია.

  1. თქვენ იმყოფებით ძველ, მიტოვებულ შენობაში, სადაც მრავალი წელია ადამიანს ფეხი არ შეუდგამს. სახლში პოულობთ კიბეს, რომელიც ჩადის ქვემოთ. თქვენ ნელ–ნელა ჩაუყვებით საფეხურებს. ერთი საფერხური, მეორე… მესამე…

რამდენი საფეხური აქვს ამ კიბეს სულ?

  1. მიწისქვეშა ოთახში სრული სიბნელეა. მოულოდნელად ამ სიბნელიდან თქვენამდე აღწევს ხმები, რომელსაც გამოსცემს სხვა ადამიანი. რა ხმებია ეს?

ა) ადამიანი ჩუმად ტირის?
ბ) უხმოდ კვენის? თუ
გ) ეს ხმა მოგმართავთ თქვენ?

3. როგორია თქვენი რეაქცია ამ ხმაზე?

ა) თქვენ ცდილობთ გაარკვოთ ამ ხმის წყარო
ბ) თქვენ მაშინვე სირბილით აუყვებით კიბეს უკანვე, ზევით
გ) შიშმა მოახდინა თქვენი პარალიზება და ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებთ.

  1. მოულოდნელად თქვენ გესმით რომ ვიღაც გეძახით და ხედავთ ფიგურას ადამიანისა, რომელიც კიბებზე ჩამოდის.

ვინ არის ეს ადამიანი?

გასაღები ტესტისთვის „ბნელი სარდაფი“

სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ.

ძველი, მიტოვებული შენობები და ოთახები წარმოადგენენ ღრმად დამარხული მოგონებების
და ძველი ფსიქოლოგიური შრამების ნათელ სიმბოლოებს. ჩვენ ყველას გვქონდა
გამოცდილება, რომელიც გვირჩევნია არ გავიხსენოთ ან სულიერი დრამები, რომელთა
დავიწყებაც ჩვენის აზრით უმჯობესია.

მაგრამ მეხსიერება ასე ადვილად არ იშლება და საგნები, რომელთა დავიწყებაც გვინდა რჩება
ჩვენთან ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე შეიძლება ჩვენ გვინდოდეს.

თქვენი რეაქცია ამ ტესტში მოცემულ სიტუაციაზე ახდენს იმის დემონსტრაციას თუ როგორ
ართმევთ თავს მტკივნეულ მოგონებებს.

  1. საფეხურების რაოდენობა. საფეხურები გამოხატავენ იმ ფსიქოლოგიური შრამების ზემოქმედებას, რომლებსაც თქვენ ატარებთ.

ისინი, ვინც თქვა, რომ იყო მხოლოდ რამოდენიმე საფეხური, არ განიცდიან მნიშვნელოვან
მტრულ გავლენას წარსულისა. მაგრამ ისინი რომლებმაც აღწერეს ღრმა მიწისქვეშეთში
მიმავალი გრძელი კიბე, შესაბამისად ატარებენ წარსულის ღრმა ჭრილობებს.

  1. ხმები, რომლებიც გაიგონეთ სიბნელეში, ხსნიან იმას თუ რა ფორმით გაიარეთ წარსულში ეს ნეგატიური გამოცდილება.

ისინი, ვიც ამბობენ, რომ გაიგონეს ტირილი, მძიმე წუთებში პოულლობდნენ მხარდაჭერას
და სიმშვიდეს სხვა ადამიანებთან და მათგან მიღებული დახმარებით შეძლეს მობრუნება.

ადამიანები, რომლებმაც იზრუნეს თქვენზე, დაგეხმარნენ გამხდარიყავით ის, ვინც ხართ
დღეს. თქვენს ტყუილუბრალოდ არ დაგიღვრიათ ცრემლები.

მათ, ვინც გაიგონეს უსიტყვო კვნესა, ნეგატიური გამოცდილება გადაიტანეს მარტოობაში.

კვნესა, რომელიც მოგესმათ სიბნელეში, არის თქვენი საკუთარი დამარხული ტკივილი. იქნებ
მოვიდა დრო გააღოთ კარები და შემოუშვათ მზის სხივები შიგნით. დღის სინათლეზე ეს
ყველაფერი ნაკლებად დამთრგუნველად გამოჩნდება.

ისინი, რომლებმაც გაიგონეს ხმა, რომელიც მათ მიმართავდა, ატარებენ თავიანთ ძველ
იარებს, როგორც სიამაყის სიმბოლოს და უარს ამბობენ მათი, როგორც ჭრილობების აღქმაზე.

ნიცშე ამბობდა: „ის რაც არ გვკლავს, გვხდის უფრო ძლიერს“. და შეიძლება თქვენ მიიღეთ ეს
ფილოსოფია გულთან ახლოს. მაგრამ ფრთხილად იყავით, ამან არ გაგქციოთ სხვათა
გრძნობების მიმართ გულგრილ ადამიანად.

  1. თქვენი რეაქცია, სიბნელეში გაგონილ ხმებზე, ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ როგორ უმკლავდებით წარსულის მტკივნეულ ასპექტებს.

თუ თქვენ წახვედით ხმის წყაროს გასარკვევად, მაშინ ცხოვრებაშიც იქცევით შესაბამისად.
თქვენ ყოველთვის პირდაპირ უსწორებთ თვალს პრობლემებს, არ ემალებით მათ და როგორც
წესი, პოულობთ ხოლმე მათი გადაწყვეტის გზებს.

ისინი, ვინც მაშინვე უკან გაიქცა კიბეებზე ზემოთ, მიჩვეულნი არიან პრობლემების
იგნორირებას იმის იმედით, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება. ასეთმა მიდგომამ
შეიძლება ხშირად გაამართლოს კიდევაც, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ უსიამოვნებები,
შემდეგშიც თან გამოგყვებათ უფრო დიდხანს, ვიდრე თქვენ ელოდით. ხანდახან
აუცილებელია შეხვდეთ თქვენ შიშს და პრობლემებს პირისპირ.

თუ თქვენ შიშისგან ერთ ადგილზე გაშეშდით, მაშინ შესაძლებელია თქვენს წარსულში არის
რაიმე, ჯერ კიდევ მოუგვარებელი კონფლიქტი, რომელიც აგრძელებს თქვენს დევნას და არ
გაძლევთ საშუალებას წინ წახვიდეთ ცხოვრებაში.

  1. ადამიანი, რომელიც გამოჩნდა ზემოთ და დაგიძახათ სახელით, ეს არის ის, ვისაც როგორც თქვენ გგონიათ შეგიძლიათ დაეყრდნოთ მძიმე წუთებში.

თქვენ ფიქრობთ, რომ ადამიანი, რომელიც დაასახელეთ დაგამშვიდებთ და მოგიშუშებთ
თქვენს შინაგან იარებს.

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment